x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510079
ავსტრალიელმა რესპუბლიკელებმა ბრიტანეთის დედოფალს უწოდეს "რასისტული იმპერიის ლიდერი ,რომელიც აგებულია სიცრუეზე"
image

ავსტრალიაში რესპუბლიკელები არ კარგავენ დროს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, მოუწოდებენ თავიანთი ქვეყანას, რომ კავშირი გაწყვიტოს სამეფო ოჯახთან; ადამ ბანდტმა(მთავარ ფოტოზე), მწვანეთა ლიდერმა, ტვიტერში დაწერა, რომ "ავსტრალიას წინსვლა სჭირდება" მისი სიკვდილის შემდეგ და რომ "ჩვენ უნდა გავხდეთ რესპუბლიკა".


მისი მოადგილე მეჰრინ ფაროუკი კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ „არ შეიძლება გლოვობდეთ რასისტული იმპერიის ლიდერს, რომელიც აშენებულია კოლონიზებული ხალხების წართმეულ სიცოცხლეზე, მიწასა და სიმდიდრეზე.

image


"ჩვენ გვახსენებენ, რომ გადადება აღარ შეიძლება...უნდა გავხდეთ რესპუბლიკა”, - თქვა მან, მანამდე კი დაამატა: ”სამძიმარი იმათ, ვინც იცნობდა დედოფალს”.


ავსტრალიის რესპუბლიკელებმა დეფოლის გარდაცვალებიდან 24 წუთში გამოქვეყნეს საკუთარი განცხადება, და ავსტრალიის პრემიერ მინისტრ ენტონი ალბანესის გამოსვლამდე 19 წუთით ადრე.


მიუხედავად იმისა, რომ მან არ მოითხოვა ახალი კენჭისყრა სახელმწიფო მეთაურის პოსტის- მონარქიის გაუქმებაზე მან აღნიშნა, რომ მან "მხარი დაუჭირა ავსტრალიელების უფლებას გახდნენ სრულად დამოუკიდებელი ერი", ბოლო რეფერენდუმი ჩატარდა 1999 წელს.


პიტერ ფიტცსაიმონსმა, რომელიც ხელმძღვანელობს რესპუბლიკურ მოძრაობას, განუცხადა Manning River Times-, რომ ის ელოდება მხარდაჭერის ზრდას ახლა, როდესაც დედოფალი გარდაიცვალა.


”ადამიანთა ფენომენალური რაოდენობა მეუბნება წლების განმავლობაში: ”მე აბსოლუტურად შენთან ვარ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დედოფალი გარდაიცვლება”, - თქვა მან.


რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ახალი რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს ორი წლსი განმავლობაში, რათა ავსტრალია გახდეს რესპუბლიკა.


შეგახსენებთ, დედოფალი ელისაბედ II უინძორი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალის და სახელმწიფოს მეთაურის გარდა იყო თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის არის ავსტრალია.

1
84
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
84
  
2022, 10 სექტემბერი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1