ფეხბურთი დასახელდა ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი "ნაპოლი"-ში 2022, 10 სექტემბერი, 11:14 ![]() კლუბ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ, გამოცემა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის ისტორია მოყვა და ამასთან ერთად ქართველი ფეხბურთელის ხელფასიც დაასახელა: "პირველად რომ ვნახე ხვიჩა ვიდეოზე, მაშინ შუა ლოკდაუნი იყო, მაშინ ცხრამეტი წლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე კარგად ხმარობდა ფეხებს. რინო ისევ იქ იყო და მაშინვე მოგვეწონა, მახსოვს, რომ კალაძეს დავურეკეთ, რომ მეტი გაგვეგო მის შესახებ. გასაკვირი არ არის, რომ ის მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა, მაგრამ ყაზანის "რუბინში" ყველაფერი უკეთ მისდიოდა. ოცდაათი მილიონი გვთხოვეს, მოლაპარაკებების დაწყებამდე კონტაქტები დავხურეთ. ოსიმჰენზე("ნაპოლის" ნიგერიელი ფეხბურთელი, რომელიც კლუბმა 2020 წელს შეიძინა 70 მილიონ ევროდ) ვიყავით გასულები, ამიტომ ამხელა ფსონს ვერ დავდებდით ამ ბიჭზე. "მაგრამ ჩვენ უფრო სწრაფები გამოვდექით, ვიდრე "იუვე" და "რომა" "ლორენცო ინსინიეს შემცვლელის ძებნისას „ნაპოლიმ“ გარისკა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა ფსონი და ამ რისკმა გაამართლა." ![]() 754 2-ს მოსწონს
|