x
image
თუთიკო ბერძენა
ყველა გერმანელ ხბოს აქვს წაკითხული გოეთეს "ფაუსტი", ინგლისელს კი შექსპირის "ჰამლეტი", მაგრამ ვერ დავასახელებთ ვერცერთ ქართველ ხბოს, "ვეფხისტყაოსანი" რომ წაეკითხოს
ააა, მობრძანდი ჩემო ვარდენ, მობრძანდი..არ ყოფილა სწორი ნიკოლოზი, მუსიკა და კომფორტი უნდა საქონელსო რომ იძახდა?
image
რაც ხბოების შესახებ ახალ "კანონში" წერია, პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ დროა, ქართველი კარჩაკეტილი და უსწავლელი ხბო თანდათანობით "სვეცკურ" ხბოდ ტრანსფორმირდეს. ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხბო მაინც დრომოჭმული ფეოდალურ-პატრიარქალური იდეოლოგიით იზრდება და საკუთარ თავზე საერთოდ არ მუშაობს, ველურია, რაღაც არაინტელიგენტური. მას არ გააჩნია მაღალი ფასეულობები და მორალი. ჩამორჩენილი ხბო კი მომავალში ჩამორჩენილ მოზვერს და უშობელს მოგვცემს. მართალიცაა.
რომელ ერს ჰყავს წერა-კითხვის უცოდინარი ხბოები. მაგალითად, ყველა გერმანელ ხბოს აქვს წაკითხული გოეთეს "ფაუსტი", ინგლისელს კი შექსპირის "ჰამლეტი", მაგრამ ვერ დავასახელებთ ვერცერთ ქართველ ხბოს, "ვეფხისტყაოსანი" რომ წაეკითხოს. ყველა ხბოს სადგომში უნდა ჰქონდეს "ნაჩნიკი", რათა განათლებას ღამის საათებშიც ეზიაროს და ფიტნეს- ტრენაჟორი ჯანმრთელობის გასაკაჟებლად, ასევე აბანო ცივი და ცხელი წყლით და უნიტაზი. წარჩინებული ხბოები უნდა წავახალისოთ. რაც შეეხება ბინისადმი წაყენებულ სხვა მოთხოვნებს (ვენტილაცია, კონდიცირება, ავეჯი), მაგნაირ სახლში ხბო კი არა, ურსულა ფონ დერ ლაიენიც არ ცხოვრობს .
გონივრულია, შეიქმნას ხბოების უფლებებს დაიცავს ხბოომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაცია “მეტი ლიბერალიზმი ხბოებს.." ამას დაუპირისპირდება რუსეთიდან მართული “ ტრადიციულ ხბოთა კავშირი'', რომელიც სისხლით დამ მახვილით შეეცდება დაიმორჩილოს დანარჩენი სახბორეთი. გაიმართება თოქ შოუები. მოწვეული იქნებიან ხბოესპერტები. გაიმართება რადიკალური ოპოზიციით მართული გამოსვლები. პოლიცია დაარბევს ხნოთა მშვდობიან აქციას.

Ps.როგორ შეხვდება გლეხი ამ რეფორმას? დიდი ალბათობით, იგი გალესავს დანას და ეცდება ხბო რაც შეიძლება მალე აქციოს ეროვნულ კერძად...

და ისე, რა გვიკვირს? ყველაფერი ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვით არ დაიწყო "ქართულმა ოცნებამ?"
დაიწყო. სხვა ვერაფერი შენიშნა საკეთებელი და იმიტომ. სხვა ყველაფერი წესრიგში გვაქვს ქალაქებშიც და სოფლებშიც. უბრალოდ, გეჩვენებათ, რომ ბავშვებს შიათ, სწყურიათ, ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ, ბუნკერებთან ღამით გამოსული თავმოყვარე პენსიონერებიც გეჩვენებათ. თქვენი ილუზიაა ეგ, თორემ 300 ლარით პენსიონერი ღირსეულ სიბერეს როგორ ვერ მოახერხებს, მით უფრო თუ მთელი ცხოვრება მუშაობდა და დანაზოგებიც აქვს, დანაზოგები, რომელიც მართალია სხვის ჯიბეში წავიდა, მაგრამ ისინიც ხომ საქართველოს შვილები არიან, ვის ჯიბეშიც წავიდა და ინც იხეირა? ჰოდა, ასე, აწყობილი გვაქვს ცხოვრება და კეთილი ინებეთ და ხბოებსაც აუწყვეთ! აბა, როგორ გინდათ?
1
95
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
95
  
2022, 15 სექტემბერი, 9:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1