x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში

კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში


საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროზმანში, 2022 წლის 8 სექტემბერს, არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის და მისი გუნდის მიერ აღმოჩენილი იქნა უძველესი ევრაზიელი ადამიანის, კერძოდ ჰომო ერექტუსის 1.8 მილიონი წლის წინანდელი ქვედა ყბის კბილი - პრემოლარი. აღნიშნულ არქეოლოგიურ ადგილზე 2021 წლიდან მიმდინარეობდა არქეოლოგიური სამუშაოები და უკვე გამოვლენილი იყო მრავალი სახეობის ცხოველის სახეობის ნაშთი, რომელიც ბინადრობდა ამ ტერიტორიებზე 1.8 მილიონი წლის წინ. ასევე აღმოჩენილი იყო ამავე პერიოდის ადამიანთა მიერ დამზადებული ქვის იარაღები. აღნიშნული ჰომო ერექტუსის ნაშთი იმავე ასაკისაა, რა ასაკისაც 1990-იანი წლებიდან, უშუალოდ დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი "დმანისელი ჰომინიდების" 5 კარგად შემონახული თავის ქალა. როგორც ჩანს ეს მოდგმა გავრცელებული იყო უფრო დიდ ტერიტორიაზე საქართველოში, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ და შესაძლოა მოიცავდა მთელ სამხრეთ საქართველოს, მთელ საქართველოს ან შესაძლოა სამხრეთ კავკასიის მეტ ტერიტორიასაც. ისინი უკვე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ტომობრივი ჯგუფების სახით. ამგვარად, უძველესი არააფრიკელი ადამიანების, უძველესი ევრაზიელების 2 უძველესი დადასტურებული არქეოლოგიური ადგილი არსებობს მსოფლიოში, სადაც უშუალოდ ამ ადამიანთა სხეულის შემონახული ნაწილები აღმოჩნდა (და არა მხოლოდ მათ მიერ დამზადებული ქვის იარაღები) და ორივე საქართველოს ტერიტორიაზეა - დმანისი და ოროზმანი.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
477
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
477
  
2022, 9 სექტემბერი, 22:24
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1