x
image
თუთიკო ბერძენა
ქლიავის მწნილი - ლამაზი, სასარგებლო და უგემრიელესი

სექტემბრის დასაწყისში ნამდვილ შავ ქლიავს საქართველოში უკვე ძნელად თუ იშოვით. იგი ჩანაცვლებულია ქლიავის ნაირსახეობით, რომელიც ძალიან ჰგავს შავ ქლიავს, თუმცა რამდენადმე განსხვავდება მისგან. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ჩავი ქლიავის ერთი ბოლო წაწვეტებულია, მის მსგავს ქლიავს კი ორივე ბოლო წამახვილებული აქვს და ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე ნამდვილი შავი ქლიავი, თუმცა მისგან უგემრიელესი და სასარგებლო მწნილების დამზადება შეგიძლიათ. ზოგადად, მწნილები ხელს უწყობს ფერმენტაციის პროცესს ორგანიზმში.
image

ახლა კი გთავაზობთ ერთ-ერთ რეცეპტს, რომლის დამზადებაც ჩვენი ოჯახის ტრადიციაა ყოველ სექტემბერში.

5 კგ ქლიავი კარგად გარეცხეთ და გამოაცალეთ კურკა.
1 საშუალო ზომის კომბოსტო ასევე გარეცხეთ კარგად და დაჭერით ასანთის ღერების ზომის წვრილ ნაჭრებად.
200 გ ოხრახუში დაალბეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამდინარე წყლით გარეცხეთ და დაჭერით წვრილად.
3 თავი ნიორი გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით წვრილად.

დაჭრილი ინგრედიენტები ოდნავ ასრისეთ 2 სუფრის კოვზ მარილთან ერთად.
შემდეგ ჩაალაგეთ სათითაოდ ქლიავებში, ხოლო დატენილი ქლიავები ჩააწყვეთ კარგად გარეცხილ მოზრდილ ქილაში პირამდე. დაასხით ცივი წყალი ისე, რომ ქლიავები დაიფაროს, დაახურეთ ხუფი და დადგით შუქისგან მოშორებულ ადგილზე. თუ გსურთ სწრაფად დამწნილდეს, უმჯობესია თბილი ადგილი, ხოო თუ გსურთ დამწნილების პროცესი გახანგრძლივდეს, დადგით გრილ და ბნელ ადგილზე.
image


ამ წესით მომზადებული მწნილი კარგად თავსდება ხორციან პროდუქტებს, ასევე ნებისმიე სუფრას გაალამაზებს და გაამდიდრებს.


image

შენიშვნა: რამდენადაც, ადამიანები გემოვნებით ერთმანეთისგან განვსხვავდებით, ზოგს ძალიან მოეწონება გემოთიც და სილამაზითაც, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ის, რაზეც ვერ ვიდავებთ არის მისი სასარგებლოობა - ქლიავის მწნილი უდავოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის!

1
113
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
113
  
2022, 8 სექტემბერი, 22:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1