x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა ყოფილი ცოლის გასამწარებლად საკუთარი შვილები იოგურტით მოწამლა
image

ბოლივიელმა მამაკაცმა შური იძია ყოფილ ცოლზე იმით, რომ ორი შვილი მოკლა მოწამლული იოგურტით.


ბოლივიელ მამაკაცს 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოწამლული იოგურტით ბავშვების მკვლელობისთვის, მას შემდეგ რაც დედამ ახალი მამაკაცი გაიცნო. ამის შესახებ The Sun წერს.


37 წლის ხავიერ ერნანდეს როხანომ თავის ყოფილ პარტნიორს, უთხრა რომ სურდა შეეძინა ახალი ფეხსაცმელი ოთხი და შვიდი წლის შვილებისთვის. თუმცა, მაღაზიის ნაცვლად, ბიჭები სახლში წაიყვანა, სადაც ბავშვების იოგურტი აჭამა, რომელიც თხევადი ინსექტიციდით მოწამლა.



მამაკაცმა თავადაც მიირთვა შხამიანი იოგურტი, რის შემდეგაც მას მუცლის ძლიერი კრუნჩხვები დაეწყო. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მან მიაკითხა ქალაქ ლა პაზის პოლიციის განყოფილება, სადაც აღიარა თავისი ქმედება.


როხანომ რამდენიმე კვირა გაატარა რეანიმაციაში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ოჯახის წევრებს ბავშვების მკვლელობისთვის ბოდიშს უხდიდა. მან პოლიციას უთხრა, რომ ამის გაკეთება ეჭვიანობის გამო გადაწყვიტა, რადგან ყოფილმა მეუღლემ ახალი პარტნიორი გაიცნო.

image

ამ ამბავს ადგილობრივი მოსახლეობაში მწვავე რეაქცია მოჰყვა, ითხოვდნენ მამაკაცის უმკაცრესად დასჯას. შედეგად, სისხლის სამართლის სასამართლომ მამაკაცს 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


1
82
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
2022, 8 სექტემბერი, 22:34
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1