x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„აღარ ვევასები“ – ნუკი კოშკელიშვილი ქმარს შორდება?

image

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა საქართველოს წელიწადში რამდენჯერმე მაინც სტუმრობს. ბოლო ხანს ის ყველაზე პოპულარულ რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ ჟიურის წევრად გამოჩნდა, რის გამოც საქართველოში დარჩენა გაუხანგრძლივდა, ამან კი მის ირგვლივ ახალი ჭორებისა და მითქმა-მოთქმის გავრცელებას შეუწყო ხელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ჭორებს საფუძველს თავად ნუკის საქციელი და სხვადასხვა ინტერნეტ აქტივობებიც უწყობს.

.

ცნობილმა ქართელმა მოდელმა და ტელეწამყვანმა, ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამ სთორიში“ გამოკითხვა ჩაატარა. ანონიმური შეტყობინებების პროგრამის გამოყენებით ნუკი კოშკელიშვილმა მისი გმომწერების თამამ კითხვებსაც გასცა პასუხი.


.

როგორც ირკვევა, ერთერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნუკის კითხრა, რატომ აღარ აქტიურობს მისი ამერიკელი მეუღლე ფოტოების, პოსტებისა თუ კომენტარების შეფასებისას. ამაზე კოშკელიშვილი ჩვეული იუმორით პასუხობს, რომ ქმარს ის აღარ ევასება.

.

გთავაზობთ ნუკის პოსტს:

„აბა, ვიჭორაოთ, გისმენთ“ – დაწერა ნუკიმ.

.

მისი მიმდევრების უმრავლესობამ კითხვა მეუღლესთან, ბენისთან ურთიერთობაზე დაუსვა. ნუკის გამომწერებმა იკითხეს დაშორდა თუ არა ნუკი ქმარს. ნუკიმ კი კითხვას ხუმრობით უპასუხა: „აღარ ვევასები“.

.

image.

ამ წყვილის დაშორების შესახებ ხმები მედიაში ადრეც გავრცელებულა. სხვადასხვა ჟურნალები, ინტერნეტ გამოცემები საუბრობდნენ ბენისა და ნუკის დაშორების თაობაზე. თუმცა ამაზე ნუკიმ კომენტარი გააკეთა და თქვა რომ - „ვერ მოგართვითო“.

.

– ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორდით და საქართველოშიც იმიტომ ჩამოხვედი…

.
– ვერ მოგართვით (იცინის). ჭორი გაავრცელა ტელეკომპანია „მარაომ“, გადაცემა „ანფასში“, სადაც ჩემი ერთ-ერთი მოყოლილიდან ისე ამოჭრეს, რომ ყველას ეგონა, რომ ჩემი ქორწინება მართლაც დასრულდა. თუმცა მე ასეთი რამეებით მხოლოდ ვერთობი და სკანდალებიც ძალიან მიყვარს.

დაიწყო რეკვა მეორე დღიდან და ჩემი რეაქცია ის იყო, რომ მეცინებოდა. ბენს მოსდიოდა სასაცილო მესიჯები, რომ ჩვენი შერიგებისთვის ლოცულობენ.

0
663
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0