![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714500389693.jpg)
უმეტესობისთვის ესპანეთი ასოცირდება ცეცხლოვან ფლამენკოს ცეკვასთან და კაშკაშა მზესთან. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ხედვაა ქვეყნის შესახებ. სამეფოში ცხოვრება სავსეა მისი ხშირად უნიკალური თვისებებით, რომელთა შესახებ ტურისტებმა შესაძლოა არ იცოდნენ.
1. ესპანელი ქალები ფეხებს არ იპარსავენ, ისინი ცვილის ეპილაციას იკეთებენ ან სახლში, ან სალონებში.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714513889693.jpg)
2. ესპანეთში არ არის მისასალმებელი გამზადებული საკვების „გამოსწორება“. მაგალითად, ძალიან უხამსობაა საკვებში მარილის, სანელებლების ან კეტჩუპის დამატება. ჩაითვლება, რომ უბრალოდ არ აფასებთ ადგილობრივ კულტურას. მით უმეტეს, თუ ეს ხელნაკეთი საკვებია. ასეთი ქმედება შეურაცმყოფელია მზარეულისთვოს და მასპინძლებისთვის.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715005989693.jpg)
3. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, ქალაქ ვიგოში, აკრძალულია მოშარდვა ოკეანეში ან ზღვაში. დამრღვევებს 750 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715033889693.jpg)
4. ესპანეთში მცხოვრები ყოველი მეხუთე ქალი მკერდს იზრდის. ყველაზე ხშირი პლასტიკური პროცედურები, რომლებსაც ესპანელი ქალები მიმართავენ, არის მკერდის გადიდება და ლიპოსაქცია.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715042389693.jpg)
5. ესპანელები ონკანის წყალს სვამენ
ქვეყანაში ონკანის წყლის დალევა სრულიად ნორმალურია. აქ ონკანის წყლის 99, 5% ითვლება უსაფრთხო დასალევად. ამის გამო, ჩამოსხმული წყლის გაყიდვები ზოგიერთ რეგიონში ისეთი მაღალი არ არის, როგორც სხვაგან. სხვათა შორის, სავსებით ნორმალურია რესტორანში ან კაფეში წასვლა და ონკანის წყლის თხოვნა.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715060789693.jpg)
6. ქალაქის ბევრ ქუჩაზე უზარმაზარი ქსოვილის ჩარდახებია დამონტაჟებული. ამით ზაფხულის თვეებში ქუჩებში ჩრდილი და სიგრილე იქმნება. სიცხისგან თავის დაღწევის ეს მეთოდი ტრადიციულია ესპანეთში.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715114489693.jpg)
7. პატრიკ ბლანის მიერ შექმნილი ვერტიკალური ბაღი შედგება 300 სახეობის 15-17 ათასი მცენარისგან (რაოდენობა დამოკიდებულია სეზონზე). ეს წარმოუდგენელი ბოტანიკური სკულპტურა განსაკუთრებით თვალშისაცემია ქარიან დღეებში, როდესაც მცენარეები ირხევიან და კედელი თითქოს პულსირებს.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715130789693.jpg)
8. ესპანეთის ქალაქებში ბევრი ვიწრო ქუჩაა, ამიტომ ასეთი პატარა და ვიწრო ავტობუსები დადიან.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715143489693.jpg)
9. ესპანეთში იყიდება ტკბილეული სახელწოდებით "Piedras de Rio" ("მდინარის ქვები"). ისინი მართლაც კენჭებს ჰგვანან![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715162589693.jpg)
10. გასპაჩო ტრადიციული ესპანური კერძია, ანდალუსიური სამზარეულოს სიმბოლო. ეს არის მოწითალო შეფერილობის მსუბუქი ცივი წვნიანი გახეხილი ახალი ბოსტნეულისგან (პომიდორი, წიწაკა, კიტრი) პურით. რაც მთავარია, მას ასეთი შეფუთვითაც შეხვდებით მაღაზიებში.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715180989693.jpg)
11. ქალაქ რონდაში 120 მ სიღრმის უფსკრულზე გადაყრილი ხიდია, აქ ხშირად იღებენ სატელევიზიო შოუს ეპიკურ სცენებს კომპიუტერული გრაფიკის გამოყენების გარეშე.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715192589693.jpg)
12. თუ რესტორანში თინუსს შეუკვეთავთ, ოფიციანტმა შეიძლება QR კოდიც მოიტანოს, რათა დაასკანიროთ და გაიგოთ სად დაიჭირეს თევზი და რამდენს იწონიდა.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715205989693.jpg)
13. მადრიდის მთავარი რკინიგზის სადგურის შენობაში ნამდვილი ჯუნგლებია![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715225689693.jpg)
14. ესპანეთის ქალაქებში თითქმის ყველა სახლი თეთრად არის შეღებილი. გათეთრება არა მხოლოდ ესთეტიურად სასიამოვნოდ გამოიყურება, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობაა ცხელი კლიმატის გათვალისწინებით. გარედან თეთრად შეღებილი კედლები არ შთანთქავს მზის სხივებს და ინარჩუნებს სახლებს სიგრილეში მაშინაც კი, როცა გარე ტემპერატურა მაღალია.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715243889693.jpg)
15. ესპანელები აღმერებენ ხამონს, მაღაზიებს ცალკე დახლებიც კი აქვთ ამ სახის ლორით. ხამონი (ან მშრალი ღორის ლორი) არის ეროვნული დელიკატესი. მასზე მნიშვნელოვანი ესპანეთში არაფერია. ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის ეს ფეხბურთზე მეტსაც კი ნიშნავს.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715283889693.jpg)
16. ზოგიერთ რეგიონში კი ქალაქის დღესასწაულებზე ამზადებენ გიგანტურ პაელას და ყველას უმასპინძლდებიან.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715302889693.jpg)
17. კედლებზე ხანდახან მზის საათი იხატება. ეს, კერძოდ, შეიძლება ნახოთ ვალენსიაში![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715382589693.jpg)
18. მსოფლიოში ყველაზე პატარა საერთაშორისო ხიდი. ამ ხიდის სიგრძე მხოლოდ 3, 2 მ-ია, ის აკავშირებს ესპანეთსა და პორტუგალიას. კონსტრუქცია 2000-იან წლებში აშენდა და ძირითადად ფეხით მოსიარულეთათვისაა გათვლილი, თუმცა მასზე ორბორბლიანი მანქანების გავლაც შეიძლება.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715401489693.jpg)
19. ესპანეთში დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქალებს, რომლებსაც მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ, 3 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ექნებათ. საინტერესოა, რომ ზოგიერთი სამთავრობო უწყება კანონის მიღებას არ დაელოდა და მტკივნეული პერიოდის გამო თანამშრომლებს შვებულების ნებართვა ადრე მისცა.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715421489693.jpg)
20. იმისდა მიუხედავად, რომ ესპანელები მთელი მსოფლიოსთვის ჩვეულ დროს სადილობენ (14:00), ვახშამზე საკმაოდ გვიან სხდებიან - 22:00 საათზე, ან უფრო გვიან. რესტორნები და კაფეები, რომლებიც სავსეა პატარა ბავშვებით მშობლებით, მათ შორის ჩვილებით, ხალხი შუაღამემდე მხიარულობს.![ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება,
რომელთა შესახებ მხოლოდ
ადგილობრივებმა იციან image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090715442389693.jpg)