ფოტოგრაფია რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს: გაფერადებული ისტორიული ფოტოები, რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ 2022, 7 სექტემბერი, 15:29 ![რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს:
გაფერადებული ისტორიული ფოტოები,
რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714141886669.jpg)
დღეს, ბევრი უპირატესობას უფრო შავ-თეთრ ფოტოებს ანიჭებს, თვლის რა მათ ფერადთან შედარებით უფრო საინტერესოდ და მრავლისმეტყველად, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა წარსულის კადრების გაფერადებული სახით ნახვა, ვინაიდან თითქოს სწორედ ფერი სძენს ძველ ფოტოსურათებს ახლებურ სიცოცხლესა და იერსახეს, ავსებს მათ ნათელი ფერებითა და ყველანაირი სახის ჩრდილით, რაც მოვლენებს კიდევ უფრო საიტერესოსა და მომაჯადოებელს ხდის. დღევანდელ სტატიაში გაფერადებულ, უნიკალურ ისტორიულ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც გულგრილს ვერცერთ თქვენგანს ვერ დატოვებს. მაშ ასე, მოდით, ერთად ვეზიაროთ ამ მაგიას!
![რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს:
გაფერადებული ისტორიული ფოტოები,
რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714305286669.jpg)
ეს სასიამოვნო პოლონელი გოგონა - როზაჩკა გოძევსკაიაა. რვა წლის ასაკში, ვარშავის აჯანყების დროს ის უკვე მედდად მუშაობდა. საველე ჰოსპიტალში ყოფნისას გოგონას წყალი მიჰქონდა, შემაწუხებელ ბუზებს აფრთხობდა და გარშემომყოფებისთვის ერთგვარი მზის სხივი იყო, ის ასევე დაჭრილებს მორალურად ამხნევებდა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.
![რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს:
გაფერადებული ისტორიული ფოტოები,
რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714315786669.jpg)
თექვსმეტი წლის გოგონამ 1978 წელს ლეგენდარულ "Queen"- ის კონცერტზე კამერა ფარულად შეიტანა, რისი წყალობითაც ახლა უკვე ამ ფოტოს ხილვის შესაძლებლობა გვაქვს.
![რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს:
გაფერადებული ისტორიული ფოტოები,
რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714331986669.png)
ეს ქალი ინგლისში ცხოვრობდა და უპატრონო ძაღლებს უვლიდა. მისი სახელი იყო კეიტ კემბერლი. მთელი სამეზობლო მას კარგად იცნობდა! მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ის 600-ზე მეტ ძაღლს დაეხმარა. ფოტო 1962 წელს არის გადაღებული.
ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალი "NASA"-ს პროექტის "Apollo"-ს მთავარი პროგრამული ინჟინერია. მარგარეტ ჰემილტონის გვერდით შეგიძლიათ იხილოთ მისი გუნდის მიერ დაწერილი კოდი, რომელმაც ამერიკელები 1969 წელს მთვარეზე აიყვანა.
ირანელი ლამაზმანი ტორტის გაჭრისას, ფოტო 1973 წელს არის გადაღებული, ხუთი წლის შემდეგ კი ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა
![რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს:
გაფერადებული ისტორიული ფოტოები,
რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714352886669.jpg)
განა ბევრი სჭირდება ბავშვს ბედნიერებისთვის? - მხოლოდ წყვილი ახალი ფეხსაცმელი! ავსტრია, 1946 წელი
ეს გოგოები - ირლანდიელი დები ო'ჰალორანები არიან. ისინი ცნობილი თავიანთი სიმამაცით გახდნენ: მიწების ომის დროს, 1887 წელს როდესაც სამხედროებს მათი სახლიდან გამოსახლება სურდათ, მათ თავიანთი საცხოვრებელი სახლი მდუღარე წყლებითა და ჯოხებით დაიცვეს.
![რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს:
გაფერადებული ისტორიული ფოტოები,
რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714365886669.jpg)
პირველი მსოფლიო ომის დროს, ასე ხდებოდა ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცების მიერ შობის ერთობლივად აღნიშვნა. ასი ათასი მებრძოლი "საშობაო ზავზე" შეთანხმდა. ისინი არა მხოლოდ თხრილებს რთავდნენ და საშობაო სიმღერებს მღეროდნენ, არამედ ერთმანეთს საჩუქრებს, საკვებს, თამბაქოსა და ძლიერ სასმელებსაც ჩუქნიდნენ.
წარმოიდგინეთ რა დონის ცოდნაა საჭირო ამ ყველაფერში გასარკვევად! ინჟინერი 1958 წელს "IBM"-ის კომპიუტერის ჩართვაზე მუშაობისას
ებენზეს საკონცენტრაციო ბანაკის (ავსტრია) ღონემიხდილი პატიმარი, მას შემდეგ, რაც ის 1945 წლის 8 მაისს გაათავისუფლეს
უნიკალური კადრი: 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, ქუჩაში, პროთეზით ვიოლინოზე დაკვრის დროს
პოლონეთის ქალაქ ლოძიდან ბერლინში ფეხით წასული 150 პოლონელიდან საბნებში გახვეული მხოლოდ ეს რამდენიმე გადარჩა, ფოტო 1945 წლის დეკემბერშია გადაღებული
თამაში მოწევისთვის შეჩერდა, 1938 წელი
ნუთუ არ ეშინოდათ ამ ოთხადგილიან, იმპროვიზირებულ საქანელაზე დაჯდომა? ფინეთი, 1954 წელი
სინგაპურში ჩანგის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები - ავსტრალიელი ჯარისკაცები მას შემდეგ, რაც ისინი 1945 წელს გაათავისუფლეს
ბავშვები საზამთროებით ნიუ - ორლეანში, 1930 წელი
ლეგენდარული ჯგუფი "Queen"-ის წევრები ინგლისის დედოფალთან ერთად, 1974 წელი
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფოტო: 1945 წლის იანვარში, ქალაქის დაბომბვის დროს, ლონდონის ახალგაზრდა მკვიდრი მიწისქვეშა გვირაბში შვილის საწოლთან
გასული საუკუნის 60-იანი წლების თურქული გამჭრიახობა: ბარის მეპატრონეები მტვირთავებს ქირაობდნენ, რომლებსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფები სახლში კალათით მიჰყავდათ
1945 წელს კიოლნის მარტოხელა მკვიდრი განადგურებული ქალაქის ქუჩაში საკუთარი ნივთებითა და ძაღლით
იშვიათი კადრი: 1929 წლის 24 სექტემბერი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინი ფილმ "დიდი ქალაქის ჩირაღდნების" გადასაღებ მოედანზე
ლონდონის ცხოვრება 1910 წლის მაისში
![რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს:
გაფერადებული ისტორიული ფოტოები,
რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714445986669.jpg)
ეს ლამაზად გამოწყობილი სიმპათიური მამაკაცი დაწკეპილი ულვაშებით - ავსტრო-უნგრეთის არმიის ოფიცერი გახლავთ, 1898 წელი
რა ლამაზად გამოიყურებოდა ბროდვეი, ნიუ-იორკის შტატ სარატოგა - სპრინგსში 1915 წელს
![რა მოხდა, როცა წარსული ფერით შეავსეს:
გაფერადებული ისტორიული ფოტოები,
რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090714460786669.jpg)
1900 წელს ბელგიაში მაღაროელები სამუშაო დღის ბოლოს ლიფტით ამგვარად აჰყავდათ
|