x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბევრმა შეიძლება არ იცოდეს - ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას მამა?

image

ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში დაიბადა, თავიდან ადგილობრივ "სქურში" თამაშობდა“1990-იანების დასაწყისში მიიპყრო თბილისის "დინამო"-ს სელექციონერების ყურადღება და 1992/93 წლების სეზონში მიიწვიეს კიდეც საქართველოს წამყვან კლუბში. გუნდთან ერთად ჩემპიონი გახდა, მაგრამ დინამოში მისი კარიერა ამით დასრულდა.შემდეგ კიდევ რამდენიმე ქართულ კლუბში თამაშობდა(მაგალითად თბილისის "მერანში"და რუსთავის "მეტალურგში") თუმცა არაფერი განსაკუთრებულით თავი არ გამოუჩენია.



1997/98 წლების სეზონის დაწყებამდე ის აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც განჯის კლუბ "კაპაზ"-თან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუნდმა იგი საქართველოდან ნაცნობების პროტექციით აიყვანა.


საბოლოოდ "კაპაზმა" იმ სეზონში ოქროს მედლები მოიპოვა, ქვეყნის თასის მფლობელიც გახდა -კვარაცხელიამ ფინალში გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. თუმცა, სეზონის ბოლოს კლუბის პრეზიდენტი შეიცვალა, ხოლო კვარაცხელიამ კლუბ " შამქირის" მფლობელისგან მიიღო მოწვევა.



მისი გუნდში 5 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში "შამქორი" სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ორჯერ ითამაშა ქვეყნის თასის ფინალში (ორივეჯერ "ნეფთჩისთან" დამარცხდა).

image

ბადრიმ სამი ჰეთ-თრიკი შეასრულა აზერბაიჯანის ჩემპიონატში (ყველაზე მეტი ლეგიონერებს შორის)და ერთი ჰეთ-თრიკიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგის "სკონტო"-სთან შეასრულა.


2000 წელს მან მიიღო აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ნაკრებში 3 თამაში ჩაატარა. ერთი ამხანაგური იყო, სადაც აზერბაიჯანი საქართველოს ნაკრებთან ითამაშა (0:0). მან ასევე ითამაშა ორ ოფიციალურ მატჩში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთისა და მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ. მან სათამაშო კარიერა 2004 წელს დაასრულა. საქართველოში დაბრუნდა, სადაც მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის "A" კატეგორიის მფლობელი. 2004-07 წლებში მუშაობდა კლუბ "სიონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2008 წელს იყო კახა ცხადაძის ასისტენტი კლუბ „სტანდარტში“ (ბაქო), ხოლო 2009 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით იყო კლუბის მთავარი მწვრთნელი.

image

ფოტოზე: ბადრი კვარაცხელია, მისი მეუღლე მაკა ლუკავა, ვაჟიშვილები ხვიჩა, ნიკა და თორნიკე, 2010 წ.




2011 წლისთვის - ცხინვალელი "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი. 2012 წელს გახდა აზერბაიჯანული "გაბალას" და "ტურანის"მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 2015 წლიდან კვლავ საქართველოშია იყო "გურიას" "მერანის(მარტვილი) სამტრედიას და რუსთავის "მეტალურგის"მწვრთნელი.


image

2
1680
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1680
  
2022, 8 სექტემბერი, 22:28
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2