x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნეტფლიქსისა“ და ნონა გაფრინდაშვილის დავა შეთანხმებით დასრულდა - დეტალები
image


„ნეტფლიქსი“ დათანხმდა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტში“ ცილი დასწამეს. სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

.

ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი მიღწევები შეურაცხყვეს, როდესაც „ნეტფლიქსის“ სერიალში არასწორად განაცხადეს, რომ ის „არასდროს შეხვედრია მამაკაც მოთამაშეებს“. მედია წერს, რომ გაფრინდაშვილი 1968 წლისთვის 59 მამაკაც კონკურენტს დაუპირისპირდა.


.

„ნეტფლიქსმა“ სცადა სარჩელის უარყოფა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს ჰქონდათ ფართო ლიცენზია პირველი შესწორების შესაბამისად. მაგრამ იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ უარყო ეს არგუმენტი და დაადგინა, რომ გამოგონილი ნაწარმოებები არ არის დაცული სარჩელისგან, თუ ისინი ცილს სწამებენ რეალურ ადამიანებს.

.

„ნეტფლიქსმა“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სამშაბათს საქმე დაიხურა.


„მხარეები მოხარულნი არიან, რომ საკითხი მოგვარებულია“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა.

.

შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.


„ნეტფლიქსის“ სპიკერმა, ასევე, თქვა: „მოხარულები ვართ, რომ საკითხი მოგვარებულია“.


ცნობისთვის, ქართველმა მოჭადრაკემ „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ დავა 2021 წელს წამოიწყო. ის „ნეტფლიქსისგან“ შეცდომის გასწორებას და კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვდა. უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ.

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0