x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512196
კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

XV საუკუნეში ტრანსილვანიაში ცნობილი სამხედრო ინჟინერი ურბანი ცხოვრობდა, რომელსაც ძალიან უყვარდა ქვემეხები — ბრინჯაოდან ჩამოსხმული, უზარმაზარი ქვის ბირთვით. ის 1452 წელს ბიზანტიის დედაქალაქში ჩავიდა და იმპერატორთან აუდიენცია ითხოვა. ურბანი კონსტანტინე XI (ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც კონსტანტინოპოლს 1449—1453 წლებში მართავდა და თურქების მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა) შეხვდა და მას ისეთი ქვემეხის ჩამოსხმას დაჰპირდა, რომლის დანახვა ყველას გააკვირვებდა. «ასეთი ქვემეხი არავის ექნება, თქვენო უდიდებულესობავ და მას «მეფეს» დავარქმევთ». — უთხრა მან იმპერატორს.


imageმეჰმედ II ფათიჰი და ოსმალეთის არმია, უზარმაზარი ქვემეხით კონსტანტინოპოლს უახლოვდებიან. Fausto Zonaro, 1903 წ.


მაგრამ, კონსტანტინე XI მაშინვე უარი უთხრა და ეს იმით ახსნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ამგვარი პროექტებისთვის არასაკმარისი იყო. გარდა ამისა, ბიზანტიაში ბრინჯაოს დიდი საბადოები არ იყო, ხოლო იმპორტისთვის სახსრები არ ჰქონდა. ურბანი განაწყენდა, ხელი ჩაიქნია და თურქ სულთანთან მეჰმედ II გაემგზავრა, რომელიც იმ დროს, სწორედ ბიზანტიის წინააღმდეგ იბრძოდა. სულთანმა მას მოუსმინა და მოკლედ ჰკითხა: «კონსტანტინოპოლის კედლების დანგრევას შეძლებს?» «ჩემს იარაღს ბაბილონის კედლების აფეთქებაც კი შეუძლია!» — უპასუხა ინჟინერმა. «მაშინ, გააკეთე» — უთხრა მას მეჰმედ II და მათი საუბარი ამით დასრულდა.


image


ურბანმა სულთნისგან შეუზღუდავი დაფინანსება და ყველა საჭირო მასალა მიიღო. მან ისეთი ქვემეხი შექმნა, რომ კონსტანტინოპოლამდე მის მისატანად, უღელში 60 ხარი შეაბეს და კიდევ 400 ადამიანის დახმარება გახდა საჭირო. ქვის ბირთვები კი, რომელსაც ქვემეხი 1, 5 კმ–ზე ისროდა, ნახევარ ტონაზე მეტს იწონიდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერი გადახურების გამო, «მეფეს» გასროლა, დღეში, მხოლოდ 3–ჯერ შეეძლო. გარდა ამისა, მისი ლულა მუდმივად უნდა დამუშავებულიყო თბილი ზეთით, რათა არ გაბზარულიყო და ექსპლუატაციის დროს, შემთხვევით, მსროლელი არ მოეკლა.


image


ქვემეხმა თავისი დავალება შეასრულა და ქალაქის კედლებში ხვრელი გააკეთა, რომლის მეშვეობით, კონსტანტინოპოლში მეჰმედ II მეომრები შევიდნენ და კონსტანტინოპოლი აიღეს.

რაც შეეხება ურბანს — ის თურქების გამარჯვების ნადიმს არ დასწრებია, რადგან ქვემეხი აფეთქდა და შემქმნელი თან გაიყოლა, ისევე როგორც, მთელი საარტილერიო რაზმი, რომელიც მას ემსახურებოდა.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ვინ იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომი დაწყება, მის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ვისთვის იყო ეს ომი «დალოცვილი»

* 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ

* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ

* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს


6
1642
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1642
  
2022, 12 სექტემბერი, 8:32
მოდით განვმარტოთ,რა არის პროფესიონალიზმი. ბევრს ამ სიტყვი გაგებისას უზღავავი ცოდნა და გამოცდილება წარმოუდგება,რაც ტყუილია. პროფესიონალიზმი არის პასუხისმგებლობა უპირველესად იმ საქმის და იმ ხალხის მიმართ,ვისაც/რასაც ემსახურება. როცა ადამიანი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს,ის ცოდნასაც გაიღრმავებს და ეტაპობრივად გამოცდილებასაც აკრიფავს. ჩემო თუთიკო,ეს კომენტარი იყო საკმაოდ არაპროფესიონალური და უნდა იფიქრო ამაზე,ჭკვინი ადამიანი ხარ და დარწმუნებული ვარ სწორ დასკვნებს გამოიტან,ხოლო მომავალში ეგეთ შეცდომას აღარ დაუშვებ.მთავარია,გვესმოდეს,რას ვაკეთებთ და რისთვის,არაფერი არ უნდა აკეთოთ მხოლოდ ფულისათვის. თუ ესე მოიქცევით,მთელი ცხოვრება თავზე ჩამოგენგრევათ და ყველა საქმეში უბედური იქნებით. არასოდეს უნდა თქვათ,რომ სხვა გზა არ არის,სხვა გზა ყოველთვის არის. იცი რო დიდ პატივს გცემ და პერსპექტიულ ახალგაზრდათ მიმაჩნიხართ,ამიტომ მგონია რო სწორად გაიგებ ჩემს ნათქვამს.
2022, 12 სექტემბერი, 8:21
თუ ვინმემ არ იცის,რას ნიშნავს "ოქროს წესი" და ვერ ერკვევა გამყიდველთა ტიპებში,"მოექეცი მომხმარებელს ისე,როგოც შენ ისურვებდი რო მოგექცნენ". ეს არის სწორი მიდგომა ყველაგან,არა მარტო გაყიდვების სფეროში,რამეთუ ჩვენ ვცხოვრობთ იმ სამყაროში,სადაც ყველა მყიდველია და ყველა გამყიდველია. აქ მომუშავე ავტორებიც გაყიდვებში ხართ ჩართული,ამიტომ უნდა იყო მეტად პროფესიონალები. ფიროსმანს შიმშილით სული ძვრებოდა,მაგრამ შედვრებს ქმნიდა,ვაჟა ფშაველასაც არ ქონდა დალხენილი ცხოვრება და შედევრები შექმნა,რა უნდათ ეთქვათ ადამიანებისთვის? ფულს არ გვიხდიან და ცუდ რაღაცას შევქმნიო?ან სისულელეს დავწერთ/დავხატავთ და გაატარეთ/გაგებით მოეკიდეთო. მომხამრებელმა შენიშვნა მოგცათ,რისთვისაც მადლობა უნდა გადაუხადოთ,რადგან ყურადღებით წაიკითხა თქვენი ნაშრომ ნაწვალები და რჩევა მოგცათ.

ერთერთ გადაცემაში სტუმრად ყავდათ ვახო მეგრელიშვილი და ჟურნალისტმა ტვინი გაუბურღა,ხან ქოცებზე ეკითხებოდა და ხან ნაცებზე. ამაზე მეგრელიშვილმა უთხრა,ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზე არავინ ხმას არ იღებთ და ჩამოგვიქცია ეკონომიკა ამ ორგანიზაციამო,რატო მეკითხებით ნაცებზე ან ქოცებზეო. ჟურნალისტმა უთხრა,რომ მისი ინტერესის სფერო არის ევროინტეგრაცია და უკრაინის ომი,ამაზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებო. ინფლაცია ანგრევს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას,ხოლო ეროვნული ბანკი აღარიბებს ადამიანებს,როცა ის აკეთებს განაკვეთები ცვილებას ან სახელმწიფო შესყიდვებისთვის ფულს ბეჭდავს. დანგრეულ,დამშეულ,გაპარტახებულ ქვეყანას ევროკავშირიში ვინ მიიღებს? უკრაინის თემაზე რო უფრო ნერვიულობ,ვიდრე საკუთარი ხალხის ყოველდღიურობაზე,მაშინ ფარისეველი არის ადამიანი. ეხლა ამ ჟურნალისტს ქვია პროფესიონალი ან საერთოდა ჟურნალისტი ქვია? რომ იკითხო,ეტყვის რო ფულს ქოცნაცურ თემაში უხდიან,ხოდა ეს არის პროფესიონალიზმი? ფული მთავარი არ არის,როცა საქმე პროფესიონალიზმს ეხება.
2022, 12 სექტემბერი, 8:04
უცნაური კომენტარია,თუ ეგეთი არამომგებიანი საქმიანობა არის,მაშინ სხვა რამე უნდა სცადოთ. თუ აკეთებთ ამ საქმეს,მაშინ მაღალი სტანდარტი უნდა შესთავაზოთ იმ მომხმარებელს,ვინც თვალს გადევნებთ. შესაძლოა ეს კომენტარი დავაბრალოთ გამოუცდელობას და მცირე ასაკს,მომხმარებელს არ უყენებენ პირობებს და მით უფრო არ "წუწუნებენ" მათთან. ერთი ხანობა საბანკო სფეროში ვმუშაობდი,სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება არ იყო,მით უფრო დამწყებისთვის,მაგრამ ერთხელაც არ დამიკლია არაფერი მომხამრებელთან ურთიერთობაში. მისი ბრალი არ იყო,თუ დამსაქმებელი ფულს არ მიხდიდა და არც უნდა დაინტერესებულიყო ამით,რადგან ის მიღებულ მომსახურებაში ფულს იხდიდა,ამიტომ მას უნდა მიეღო მაღალი სტანდარტის მომსახურება. ამ სფეროშიც ბევრია ისეთი,ვინც ამბობს,რომ ანაზღაურება ცუდი აქვს და შესაბამისად,ფეხებზე კიდია მომხმარებლის კმაყოფილება,რაც არის არაპროფესიონალიზმი. როდესაც მივხვდი,რომ "ტუპიკი" იყო ჩემთვის,მაშინ წამოვედი და საკუთარი საქმე წამოვიწყე. ჩემნაირები გაყიდვებში დინოზავრებივით ვართ,გადაშენების პირას მყოფი "ოქროს წესის" მიმდევრები.
2022, 9 სექტემბერი, 14:18
აქაურ "ჟურნალისტს" 2 თეთრს რომ გიხდიან სტატიაში, ვეღარ ფიქრობ და აკვირდები ნაწერს სკრუპულოზურად... მონობაა... "თუმცა რა ვქნათ?" 1 თვის პურის ფული ( ბუკვალურად) შეიძლება მოაგროვო ყოველდღე 5-5 სტატიის დაწერით, შესაბამისი ფოტოების მოძიებით, განთავსებით... შრომატევადი საქმეა და ანაზღაურება - მათხოვრული. მოკლედ, მათხოვრები ვართ და მათხოვრებისგან დიდი მოლოდინები ნუ გექნებათ... აქ - ვრსკვლავებიო, იქ - ნახვადობაო, რომელსაც თვალსა და ხელს შუა გვიმცირებენ... არ მჯეროდა, როცა აქაურები მეუბნებოდნენ და ექსპერიმენტი დავდგი. ერთ დღეში 50 ოჯახს ვესტუმრე, ვთხოვე, გაეხსნა და 10 წუთი დაყოვნებულიყო ჩემს ერთ-ერთ სტატიაზე. მხოლოდ 30 ნახვა აისახა აქ. წადი, უჩივლე. "არ მოგწონს და დაგაძალა ვინმემ?" ამიტომ ძალიან კრიტიკულადაც ნუ მოგვიდგებით. მთავარია, ცრუ ინფორმაციას არ ვავრცელებთ. წყაროს ვუთითებთ ადმინისტრატორებისთვის.
2022, 8 სექტემბერი, 22:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 8 სექტემბერი, 17:45
შეცდომაა - ,,რომლის ყიდვაზე"
სწორია - რის ყიდვაზე.
წერე სწორად -–-
0 1 6