x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"პანიკაში ჩავარდა... უგო მამამისს დაეტაკა, გავიქცეთ აქედანო..." - თამარ ივერი

image

ორთვიანი გვალვის შემდეგ საქართველოში გაწვიმდა. აჭარაში დიდი წვიმის დროს გადამხდარ სახალისო ისტორიას წერს მომღერალი თამარ ივერი, რომელიც ბავშვის უცნაურ რეაქციაზე გვიამბობს.


"უგომ პირველად იგემა "ჯიგრულ-მამაპაპური" ბათუმური კოკისპირული წვიმა და პანიკაში ჩავარდა. დაეტაკა ფანჯრებს და კეტავს. ეხლა ეს წყალი ადიდდება, ჩვენს სართულამდე ამოვა და ფანჯრებში შემოხეთქავს "ტიტანიკში" რომ არის ისეო. მერე მამამისს დაეტაკა... დროზე გავიქცეთ ქალაქიდან, თორემ მერე იტივტივებს მანქანა და ვეღარ დაქოქავო. მეც სრული სერიოზულობით ვეუბნები... დაწყნარდი, ასეთი მომენტებისთვის მამას საბარგულში დასაკეცი ნიჩბები აქვს და გონდოლასავით გავცურავთ მანქანით-მეთქი. მადლობა ღმერთს გადაიღო... მაგრამ შევატყვე, გული კი დაწყდა მანქანით, ნიჩბებით ცურაობა რომ ვერ ნახა". - წერს სოციალურ ქსელში სოპრანო თამარ ივერი.

0
700
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0