x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გელა ზედელაშვილი: "ისევ გამოსულა, ისევ ჩაუდვია თავის ,,პრაიგრივატელში'' ძველი ,,პლასტინკა''!

image "ისევ გამოსულა, ისევ ჩაუდვია თავის “პრაიგრივატელში'' ძველი “პლასტინკა''!


რა გინდათ, ქალბატონო სალომე, რა გინდათ-მეთქი?! ხომ აგისრულეთ ბავშვობის ოცნება, ხომ დაგსვით ტახტრევანზე მეფე თამარივით?! ხომ ვიომეთ იმისთვის, რომ მარცხენა ფეხი მარჯვენაზე (ან პირიქით) გადაგედოთ და ბატიბუტი გეკნატუნებინათ?!


ხომ შეგიცვალეთ ჭაღები, ხომ აგიკარით ხელახლა “შპალერი'', ორბელიანების სასახლეში შესვლისას რომ არ მოგეწონათ და ქოშები უკუღმა ჰყარეთ?!


ხომ გიყიდეთ ძვირფასი ჯამ-ჭურჭელი და დანა-ჩანგალი, ძველზე რომ წიხლი გვიკარით?!



ხომ გავაკეთეთ სასახლეში ახალი ელგაყვანილობა, ხომ გამოვცვალეთ “ლამფუჭკები'', თქვენი ოჯახის წევრების მოსაზრებით, ძაან ცერად რომ ანათებდა?!


რა ვქნა, ახლა ის ფარდაგ-ხალიჩები, სურათები და სხვა ანტიკვარებიც ჩამოვთვალო, სასახლეში ჯორ-აქლემებით რომ შემოვზიდეთ?!


გახსოვთ, “უმფროსობის'' პირველსავე კვირას ე.წ. ოპოზიციონრები ვაკის სალობიეში რომ დაგადგნენ და ჩვენ კიდე გამოგიხსენით?!


ბოლო-ბოლო, პანდემიის პერიოდში ხომ აგცერით და 200 ლარიც გადაგიხადეთ?!


უფალო, დიდება შენდა... ასეთი არაფერი მინახავს, რა სჭირს ამ საპრეზიდენტო სავარძელს, ჯადო აქვს გაკეთებული?!


მოკლედ... გამოსულა გუშინ და იმნაირი “პლასტინკა'' დაუტრიალებია, ყურებო, ნუ გაიგონებთ - აქეთ პრემიერ-მინისტრის სიტყვა-პასუხი დაუწუნებია, იქით გაეროში გამწესებული ელჩისთვის თანამდებობა დაუმადლებია, შემდეგ საქართველოს დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დაუყენებია და ლამის მიწასთან გაუსწორებია!


რა გინდათ, ქალბატონო სალომე, ვის ებრძვით, რას ებრძვით, რატომ წვალობთ და თუხთუხებთ მართლა სარდალივით?!


ჰა, თქვით, ამოღერღეთ, განა დაგძრახავთ? გაგიგებთ, ჩვენ გამგები ხალხი ვართ!" - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.


0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0