x
image
ვაჟიკო
ორი ქართული ლელო საფრანგეთში

imageსაქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ გამოიჩინა თავი ლელოებით საფრანგეთის მე-2 დივიზიონის მე-5 ტურში - შალვა სუთიაშვილმა “მასის” შემადგენლობაში 64-ე წუთზე დაუდო ლელო ლიგის ყველაზე ქართულ გუნდს: გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ მაისურაძისა და სანდრო თოდუას “ალბის”, თუმცა 29:34 მაინც დამარცხდა.
ბექა შეყლაშვილმა კი თავისი ლელოთი “ბეზიეს” “ექს ან პროვანსთან” 39:28 მოაგებინა. “ბორჯღალოსანთა” 26 წლის ბურჯმა ლელო 23-ე წუთზე დადო.

1
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
22
  
2012, 24 სექტემბერი, 16:31
+1
0 1 1