x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი ჩრდილოეთ კორეის შესახებ, რომლებიც ამ ქვეყანას კიდევ უფრო უცნურს ხდის

image
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, უფრო ცნობილი როგორც ჩრდილოეთ კორეა, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დახურული და იზოლირებული სახელმწიფოა. თქვენ არ შეგიძლიათ ქვეყანაში უბრალოდ შეხვიდეთ, ტურისტადაც კი, ისევე როგორც მისი საზღვრების დატოვება არ შეუძლიათ. ჩრდილოეთ კორეა ასევე ცნობილია თავისი მემკვიდრეობითი „მონარქისტული“ დიქტატურით და ნაციონალური კომუნისტური დოქტრინით, სახელად ჯუჩე.

1. ჩრდილოეთ კორეაში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სპორტული არენა, მაისის პირველი სტადიონი, რომელიც 150 000 ადამიანს იტევს.image

2. ჩრდილოეთ კორეაში მარიხუანა ლეგალურია და ნარკოტიკადაც კი არ არის კლასიფიცირებული.image

3. 20 წლის განმავლობაში, რიუგიონგი ფხენიანში ითვლებოდა ყველაზე მაღალ სასტუმროდ მსოფლიოში. 105-სართულიანი სასტუმროს სიმაღლე 330 მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ შენობის მშენებლობა 1987 წელს დაიწყო, ის ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული.image

4. ჩრდილოეთ კორეას აქვს 51 „სოციალური კატეგორია“ – ქვეყნის მოსახლეობა რეიტინგულია „რეჟიმისადმი ლოიალობის“ მიხედვით.image

5. ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ სამხედრო და სამთავრობო მოხელეებს აქვთ უფლება ჰყავდეთ საკუთარი მანქანა.image

6. ჩრდილოეთ კორეას აქვს საკუთარი ოპერაციული სისტემა, სახელწოდებით Red Star OS.image

7. ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ამჟამად ჰყავს დატყვევებული აშშ-ს საზღვაო ხომალდი.image

8. ბოლო 60 წლის განმავლობაში 23000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი გაიქცა სამხრეთ კორეაში, მათგან მხოლოდ ორი მიჰყვა საპირისპირო მიმართულებით.image

9. ჩრდილოეთ კორეა აღარ არის კომუნისტური ქვეყანა. 2009 წლიდან სახელმწიფო პოლიტიკა ოფიციალურად მოიხსენიება როგორც „ჯუჩე“.image

10. ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია ჯინსის ტარება.image

11. ჩრდილოეთ კორეელებს მხოლოდ 28 ოფიციალურად დამტკიცებული თმის ვარცხნილობის არჩევა შეუძლიათ.image

12. 1950-იან წლებში ჩრდილოეთ კორეამ ააგო "დიდებული" სოფელი კიჯეონგდონგი დემილიტარიზებული ზონის მახლობლად სამხრეთ კორეის მოქალაქეების მოსატყუებლად. „პროპაგანდის ქალაქი“ რეკვიზიტის მეტი არაფერი აღმოჩნდა.image

13. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს დამფუძნებელი კიმ ილ სენი დაიბადა ტიტანიკის ჩაძირვის დღეს (1912 წლის 15 აპრილი).image

14. 2012 წელს, ჩრდილოეთ კორეელმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ „აღმოაჩინეს“ “უნიქორნის" საფლავი, რომელსაც მეფე ტონმუნგი, გოგურეოს დინასტიისა და სახელმწიფოს დამაარსებელი, 2000 წლის წინ ამხედრდა.image

15. ბიბლიის ფლობა, სამხრეთ კორეული ფილმების ყურება და პორნოგრაფიის გავრცელება ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით ისჯება. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ბიბლიას ჩრდილოეთ კორეაში პარაშუტით ატარებს.

0
773
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0