სხვა 7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ყველაზე სასტიკ და აღვირახსნილ რომის იმპერატორ კალიგულაზე 2022, 31 აგვისტო, 12:50 Ჩჩვენი წელთაღრიცხვის 12 წლის 31 აგვისტოს დაიბადა რომის იმპერატორი კალიგულა-, რომლის სისასტიკეზე, სადიზმზე, ახირებულობასა და სექსუალურ აღვირახსნილობაზე ლეგენდები დადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგიერთი წყარო მის სიგიჟემდე მისულ ტირანიას საკმაოდ მუქ ფერებშიც ხატავდა, მსოფლიო ისტორიას ის მაინც შემორჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და სკანდალური მმართველი. ქვემოთ გაეცნობით 7 ნაკლებად ცნობილ ფაქტს კალიგულას ხანმოკლე ცხოვრებიდან. ცხენი სუფრასთანარ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ კალიგულამ მართლაც სენატორი გახადა თავისი ცხენი, როგორც ამას პოპულარული ისტორია მოგვითხრობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცნობილია ზოგიერთი ფაქტი რომის იმპერატორის ექსცენტრიულობის შესახებ მის საყვარელ ცხენთან, სახელად ინციტატთან მიმართებაში. ის თავის ცხოველს უკეთ ეპყრობოდა, ვიდრე ადამიანების უმეტესობას. ამ ცხენს ჰქონდა საკუთარი სახლი და არ გეგონოთ, რომ ის იყო რაიმე სახის გაუმჯობესებული საჯინიბო. კალიგულამ ცხენს აჩუქა მრავალოთახიანი სახლი ავეჯითა და მონებით, რომლებსაც ევალებოდათ ინციტატის ყველა სურვილი შეესრულებინათ. Სადილობის დროს კალიგულამ ცხენი „მიიპატიჟა“ მასთან სუფრაზე. ცხენი მონებმა სუფრასთან მიიყვანეს, სადაც იმპერატორს და ინციტატს ღვინო ოქროს თასებით მიართვეს და რა თქმა უნდა კალიგულამ პირველი სადღეგრძელო ცხენისა შესვა. ცდილობდა ზევსის ქანდაკების თავის ჩანაცვლებას საკუთარი გამოსახულებით საიმპერატორო ტახტი არ იყო საკმარისი კალიგულასთვის. მას სურდა ღმერთი ყოფილიყო და საკუთარი კულტიც კი შექმნა. რომის იმპერატორმა ააგო ტაძრები, სადაც ხალხი მას თაყვანს სცემდა. იქვე იყო კალიგულას ნატურალური ზომის ქანდაკებები, რომელიც სუფთა ოქროსგან იყო დამზადებული. და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. კალიგულამ გეგმავდა ოლიმპიაში ზევსის ქანდაკების თავის მოხსნას - ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთის - და საკუთარით ჩანაცვლებას, თუმცა არ დასცალდა. მასობრივად სიკვდილით დასჯა არასწორი ლოცვის გამოროდესაც კალიგულა ტახტზე ავიდა, მან ტიბერიუსის (წინა იმპერატორის) ზოგიერთ პოლიტიკურ მტერს რომში დაბრუნების უფლება მისცა. კალიგულამ ერთ-ერთი მათგანი პირად საუბარშიც კი მიიწვია და ჰკითხა, როგორ გაატარა მან გადასახლებაში. მან უპასუხა, რომ "მუდმივად ევედრებოდა ღმერთებს, რომ ტიბერიუსი მომკვდარიყო და კალიგულა გამხდარიყო იმპერატორი". მამაკაცი ცდილობდა კალიგულას მაამებლობას, მაგრამ მისმა სიტყვებმა რამდენიმე ათასი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. საუბრის შემდეგ კალიგულამ იფიქრა, რომ მის მიერ განდევნილი ყველა ადამიანი ერთნაირად ილოცებდა მის წინააღმდეგ. და გასცა ბრძანება, მოეკლათ ყოველი ადამიანი, რომელსაც გადასახლება მიუსაჯა. უზარმაზარი მცურავი სასახლეები ორგიების მოსაწყობადკალიგულა შეიძლება შეშლილი იყო, მაგრამ წვეულების მოწყობა ნამდვილად იცოდა. როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, მან ბრძანა აეშენებინათ ორი უზარმაზარი მცურავი ბორანი „სიამოვნების სასახლე“, რომლებშიც ორგიები მოეწყო. ნემის ტბაზე მდებარე ეს გიგანტური ბარჟები დაფარული იყო ძვირფასი ქვებით და მათი იატაკი მინის მოზაიკით იყო მორთული. გემები სავსე იყო უზარმაზარი ქანდაკებებით და ოქროს თასებით. იალქნებიც კი მზადდებოდა მეწამული აბრეშუმისგან, რაც იმ დროისთვის იმდენად იშვიათი იყო, რომ მას მხოლოდ იმპერატორების სამოსისთვის იყენებდნენ. ნემის ტბაზე მცურავ ამ გემებზე კალიგულა გიჟურ ორგიებს აწყობდა და მისი საყვარელი სტუმრები იყვნენ ... საკუთარი დები. მაგრამ ის მარტო ინცესტზე არ ჩერდებოდა. კალიგულამ თავის ვეზირებს ცოლების მოყვანა უბრძანა. იგი ქალებს ჩაამწკრივებდა, შეათვალიერებდა და საღამოსთვის მორიგ ფავორიტს ირჩევდა. მასთან სექსი საწოლის გვერდით სავარძელში მჯდომ ქმარს უნდა ეყურებინა. ვახშამი შვილის მკვლელთანერთხელ კალიგულამ სიკვდილით დასაჯა კაცი მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი იყო. იმპერატორმა შენიშნა უნაკლოდ ჩაცმული ეშხიანი კაცი, ლამაზად შეჭრილი თმით და მას ისეთი შურის გრძნობა დაეუფლა, რომ კალიგულამ მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ამ ახალგაზრდა მამაკაცის მამამ ყველაფერი გააკეთა, რომ შვილის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ის სთხოვდა კალიგულას, დაენდო მისი შვილი, მაგრამ ამან მხოლოდ საპირისპირო შედეგი გამოიღო. სიკვდილით დასჯისთანავე კალიგულამ მამამისი ვახშამზე მიიწვია და მასთან ერთად ქეიფი აიძულა. კაცი იძულებული გახდა დაელია იმპერატორის ჯანმრთელობის სადღეგრძელო, მასთან ერთად ესადილა და მიეღო საჩუქრები კალიგულასგან... და მთელი ამ ხნის განმავლობაში მას უნდა ეყურებინა კაცისთვის, რომელმაც ახლახან მოუკლა შვილი. სენატორი სენეკას თქმით, მამას უნდა მჯდარიყო და გაეღიმა, რადგან იცოდა, რომ მისი სხვა ვაჟებიც დაიღუპებოდნენ, თუ ოდნავ მწუხარებას გამოავლენდა. მაყურებელი, როგორც მხეცის საკვებიძველი რომის არენებზე წარმოდგენებზე, შესვენების დროს როგორც წესი, დამნაშავეებს სჯიდნენ ბრბოს გასართობად. ხალხი ერთ რიგში ჩამწკრივდებოდა რის შემდეგაც კრიმილას ყელს გამოჭრიდნენ. კალიგულას ძალიან მოსწონდა ეს იდეა, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ანტრაქტის დროს დამნაშავე ვერ ნახეს, იმპერატორმა მოიწყინა. Ამიტომ მან თავის დაცვას უბრძანა ტრიბუნებიდან შემთხვევითი მაყურებლები მოედანზე გაეყარათ, რის შემდეგაც არენაზე გარეული ცხოველები შეუშვეს. 5 კილომეტრიანი პონტონის(ტივტივა) ხიდის მშენებლობაკალიგულას ყველაზე დიდი მიღწევა იყო 5-კილომეტრიანი მცურავი ხიდის აშენება ბაის ყურეში. იმ დროს ასეთი ხიდი სრულიად გაუგონარი იყო – და იმპერატორმა ის ააგო, უბრალოდ „ჯიბრით“. Საქმე იმაშია, რომ სანამ კალიგულა იმპერატორი გახდებოდა, ასტროლოგმა, სახელად თრასილუსმა, იწინასწარმეტყველა, რომ კალიგულას „ბეილის ყურეში ცხენით გასეირნების უკეთესი შანსი უფრო ჰქონდა, ვიდრე იმპერატორად გახდომის“. შედეგად, კალიგულამ ბრძანა დროებითი პონტონის ხიდის აშენება, რათა ყველამ ენახა, რომ ასტროლოგი შეცდა. როგორც უკვე მიხვდით, მან ტრიუმფით გაიარა ცხენიანად ხიდზე. მთავარი ფოტო: კადრი ფილიდან "კალიგულა"(1979 წელი) 252 2-ს მოსწონს
|