x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში დააკავეს აქციის - "მდიდრები და წარმატებულების" მონაწილეები და ახლა დეპუტატი მოუწოდებს ისინი ფრონტზე გაგზავნონ საომრად (ვიდეო)
image

რუსმა პოლიციელებმა მანქანებიდან ჩამოსვეს სუპერმანქანების მდიდარი მფლობელები. ისინი მონაწილეობდნენ მოსკოვის მახლობალად გამართულ აქციაში "მდიდრები და წარმატებულები", რომელთა მიზანი იყო სიმდიდრის ექსტრავაგანტულად ჩვენება.



ქალაქში გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია თავს დაესხა მდიდარ მძღოლებს, რომელებმაც მოსკოვის ქუჩებში თავის მდიდრული ავტომობილები გამოფინეს, პოლიციამ ეს არაეთიკურად მიიჩნია უკრაინის ფრონტზე რუსი ჯარისკაცების დიდი რაოდენობით დაღუპვის ფონზე და ეს იმ დროს, რომ ეკონომიკაშიც საკმაოდ პრობლემებია შექმნილი.


სიმდიდრის საჯაროდ გამოფენის გამო აღშფოთდა პუტინის მომხრე დეპუტატიც, მან მოუწოდა დაკავებულები პირდაპირ უკრაინის ფრონტზე გააგზავნონ.



მოსკოვის პოლიციამ განაცხადა, რომ მსგავს ღონისძიებაზე ნებართვა არ იყო გაცემული, რომელშიც 170 ელიტური სუპერავტომობილი მონაწილეობდა, მათ შორის:Lamborghini, Rolls-Royce Phantoms, Ferrari, Porsche, Hummer H1, Chevrolet Corvette C8, Audi RS5 და Bentley Continental GT II .

image

ათობით მანქანის მფლობელი შეიარაღებულმა პოლიციამ დააკავა, მათი მანქანები კი შემოწმების მიზნით ჩამოართვეს. ბევრს მათგანს ხელბორკილები დადეს, რომლებსაც ოფიცრები ძალად მიათრევდნენ.


ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინი ვერ იტანს იმ რუს მულტიმილიონერებს და მათ შთამომავლებს, რომლებიც თავხედურად აჩვენებენ თავიანთ სიმდიდრეს მასებს.

”საბჭოთა ეპოქაში, ზოგიერთი ადამიანი თავის სიმდიდრეს ოქროს კბილების იმპლანტით აჩვენებდა, იდეალში წინა კბილებს, რათა მისი ქონების რაოდენობის დემონსტრირება მოეხდინათ...."ლამბორჯინი" და სხვა ძვირადღირებული სათამაშოები სწორედ ამჟამინდელი ოქროს კბილებია.”-განაცხადა ადრე პუტინმა.


სხვათა შორის ჩინეთმა ახლახან მიიღო კანონი, როს მიხედვითაც სიმდიდრის დემონსტრირება იკრძალება.


0
546
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0