პროფილაქტიკა როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება პირველი სიმპტომებით? 2022, 29 აგვისტო, 11:52 ფილტვების ანთება (პნევმონია) – სახიფათო დაავადება, რომელიც შესაძლოა გახდეს ლეტალური დასასრულის მიზეზი. ანთება ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ბაქტერიებით და ვირუსებით. მკურნალობის არარსებობამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ამიტომაც არის ამდენად მნიშვნელოვანი ვიცოდეთ ყველა ნიშანი, რითაც ავადმყოფობა ვლინდება. პნევმონიის გამომწვევი მიზეზი – ეს არის ინფექცია, რომელიც ფილტვებში აღწევს. პათოგენური ფლორა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ვირუსებით, ბაქტერიებით ან სოკოებით. სასუნთქი ორგანოები რეაგირებს ანთებით შეტევაზე, რა დროსაც სითხე გროვდება ალვეოლში. ჰაერის ნაკადის ნორმალური მოძრაობა უკვე შეუძლებელია, რაც განაპირობებს პირველი სიმპტომების გამოვლენას. ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა, რომელიც პნევმონიას იწვევს – ჰაერ-წვეთოვანია. გამავრცელებელი გამოყოფს ვირუსებსა და ბაქტერიებს ჰაერში საუბრის, ხველის ან ცემინების დროს. ეს შეუიარაღებელი თვალითსთვის უხილავი ნაწილაკები ხვდება ჯანმრთელი ადამიანის ლორწოვან გარსზე, რის შემდეგაც აღწევს ფილტვებამდე. გამორიცხული არ არის დაავადების გადადება ჰემატოგენური გზით. ამ შემთხვევაში ინფექცია ვრცელდება სისხლით ანთების სხვა წყაროდან, რომელიც ორგანიზმშია. ფილტვების ანთების მიზეზი შეიძლება გახდეს ბაქტერია, რომელიც ცხვირ-ხახის მიდამოში სახლობს. როგორ ამოვიცნოთ პნევმონიის დაწყება პირველი სიმპტომებით?დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე სიმპტომებს განსხვავებული ინტენსივობა გააჩნია. მნიშვნელობა აქვს ადამიანის ასაკს, მის იმუნურ მდგომარეობას, ორგანიზმის მთლიან მახასიათებლებს. პნევმონია შეიძლება მწვავედ გამოვლინდეს, რასაც პაციენტის ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესება მოყვება. სხვა კლინიკური შემთხვევების დროს ავადმყოფობა ნელა ვითარდება, რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზეც კი. პნევმონიის ამოცნობის პირველი სიმპტომები:
დაინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შეიძლება გავიდეს 2-დან 4 დღემდე. როდესაც საინკუბაციო პერიოდი დასრულდება, გაჩნდება პირველი სიმპტომები. მისი პროგრესირება რომ არ დაუშვათ, საჭიროა მაშინვე მიმართოთ სპეციალისტს. ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის? ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ 9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ! 8 მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნიტეტის ასამაღლებლად 382 5-ს მოსწონს
|