ფოტოგრაფია რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში 2022, 28 აგვისტო, 13:54 ![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082811380286669.jpg)
50 წელზე მეტი გავიდა 1969 წლის აგვისტოდან, როდესაც ნახევარი მილიონი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა, ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ბეთელთან ახლოს ფერმერის მინდორში მთელი ამერიკიდან შეიკრიბა. ორგანიზატორებისთვის ამ ადგილის პოვნა მარტივი არ ყოფილა, მათ უარს ეუბნებოდნენ: იმ დროს ჰიპები ყოველგვარი მანკიერებისა და ინფექციის წყაროდ ითვლებოდნენ, მაღაზიებისა და კაფეების მფლობელები თავიანთი დაწესებულებების წინ შემდეგი შინაარსის აბრებს ჰკიდებნენ - "Hippies use back door" ("ჰიპებისთვის - უკანა კარიდან").
ფესტივალზე 50 000-ზე მეტ მაყურებელს არ ელოდნენ, თუმცა მის დაწყებამდე უკვე 100 000 ბილეთი იყო გაყიდული - სამივე დღეზე დასწრების უფლება 18 დოლარი ღირდა. პოლიციის შეფასებით, ფესტივალს ასევე 250 000 უბილეთო მსმენელიც ესწრებოდა. ისტორიაში პირველად როკ-ენ-როლმა ერთად ამდენი ადამიანი შეკრიბა. ვუდსტოკის ჭუჭყიანი მინდორი "ყვავილების რევოლუციის" განსახიერებად იქცა. ამერიკელმა რევოლუციონერმა და რადიკალურმა მემარცხენე აქტივისტმა ები ჰოფმანმა სწორედ იქ გამოაცხადა "ვუდსტოკის ერის დაბადების" შესახებ.
ის მართალი მხოლოდ იმ თვალსაზრისით აღმოჩნდა, რომ 60-იანი წლების მემარცხენე ახალგაზრდობის თაობამ, მეოთხედი საუკუნის შემდეგ შეერთებული შტატების სახელისუფლებო რიგებში წამყვანი პოზიციები დაიკავა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი - ბილ კლინტონია. ვუდსტოკის მთელს ატრიბუტიკასა და სახელზე უფლება "Warner Brothers"-ს ეკუთვნის.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082811542486669.jpg)
1969 წელს ჩარლზ მენსონმა ჰიპებისგან საკუთარი საზოგადოება "მენსონის ოჯახი" დაარსა, 1970 წელს კი "წითელი ბრიგადები" ჩამოყალიბდა. წარმოგიდგენთ 60-იანი წლების ბოლო პერიოდის რომანტიკულ - რევოლუციური მოგზაურობის დროინდელ ფოტოკადრებს, სანამ ყვავილების რევოლუცია სისხლისმღვრელ აურზაურად იქცეოდა.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082811555086669.jpg)
ვუდსტოკი, 1969 წელი, როკის ფანი ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით მოხატულ მანქანაში.
დიდი ბრიტანეთი, 1969 წლის აგვისტო, ჰიპები და როკის - ფანები სანაპიროზე, ფესტივალ "უიათ პოპ აილენდის" დროს.
ვუდსტოკი, 1969 წელი, ველური სკუნსი მეტისმეტად დაინტერესებულია, თუ როგორ სიზმრებს ხედავენ კონცერტის შემდეგ გადაღლილი "ყვავილების ბავშვები". 1969 წლის 1 ოქტომბერი.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812151886669.jpg)
ასობით ჰიპი ამერიკიდან ჰავაიზე შეიკრიბა, რათა ერთად დაესვენათ და მოელხინათ. ჰიპები ჩიოდნენ, რომ ადგილობრივებს ისინი გულზე დიდად არ ეხატებოდნენ.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812190886669.jpg)
როკის ფანი ჰაიდ - პარკში კონცერტის დროს მეგობარს სიგარეტს უზიარებს.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812210086669.jpg)
1969 წლის 1 აგვისტო, ვუდსტოკი, ფერადკანიანი ბიჭი კონცერტის მოლოდინში მოდუნებულ პოზაში ისვენებს.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812225886669.jpg)
1970: მოცეკვავე ჰიპები და სტუდენტები "უაით პოპ აილენდის" ფესტივალზე. დიდი ბრიტანეთი.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812242786669.jpg)
1969: ჰიპები სიცხეს ცენტრალურ პარკში ემალებიან.
1967 წლის 10 ივნისი, ამერიკელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე - ები ჰოფმანი (მარცხნივ) და ანიტა კუშნერი (მარჯვნივ) - ნეოამერიკელ ეკლესიის მსახურ, ლინა ჰაუსთან ერთად, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, საქორწინო ცერემონიის დროს. ნეოამერიკული ეკლესია "ელესდი"-ს ლეგალიზაციისთვის იბრძოდა.
ჰიპსტერი 60-იანი წლების ბოლოს, ფერადკანიანთა ვარცხნილობითა და ჰიპური ჩაცმულობით.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812430386669.jpg)
"Mystic Arts"-ის ჰიპების საოჯახო კომუნა. მამა რონი (ყოფილი პროგრამისტი) და დედა ნენსი (კემბრიჯის კურსდამთავრებული) თავიანთ შვილებს ძილის წინ ზრაპარას უკითხავენ.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812444186669.jpg)
ჰიპი, ვუდსტოკი, 1969 წლის აგვისტო.
ვუდსტოკი, საღებავებით მოხატული ლეგენდარული ჰიპების - ფურგონი
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812501586669.jpg)
"Mystic Arts"-ის საოჯახო კომუნაში ჰიპების ჰიგიენური პროცედურა.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812534986669.jpg)
1969 წლის 31 აგვისტო, ადამიანთა მასა ბობ დილანის კონცერტზე "უაით პოპ აილენდის" ფესტივალის დროს, დიდი ბრიტანეთი.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082812580386669.jpg)
მოცეკვავე გოგონა ფესტივალ "Magic Mountain Music"-ის დროს, რომელიც 1967 წლის ივნისის დასაწყისში, სან-ფრანცისკოს მახლობლად, ტამალპაისის მთაზე ჩატარადა. რატომღაც ფიქრობენ, რომ პირველი ამერიკული როკ - ფესტივალი "Monterey Pop Festival" იყო, თუმცა რეალურად ის მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გაიმართა.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082813003486669.jpg)
1970. "ყვავილების ბავშვები" სხეულზე არსებულ თმიან საფარველს დიდ ყურადღებას აქცევდნენ.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082813061086669.jpg)
1967 წლის ივნისი, ნიუ-იორკი. "Group Image" - ის კომუნის წევრები. მამა სამი წლის "მორბენალ ირემთან" თამაშობს, მისი მეუღლე კარენი კი "შუა დასავლეთში ყველაზე ფრიგიდული დიასახლისის" წოდებას ატარებდა, რომელიც საბოლოოდ, ჰიპების რელიგიის მიმდევარი გახდა.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082813085886669.jpg)
სან ფრანცისკო, კალიფორნია, 1967 წლის 6 ოქტომბერი. 100-ზე მეტი მომიტინგე ცნობილ ჰეიტ - ეშბერის რაიონის ცენტრში რიტუალს - "ჰიპებს სიკვდილი" აღავლენს.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082813111486669.jpg)
ჰიპი ქუჩაში ძილის აკრძალვას აპროტესტებს.
![რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ
ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202208/2022082813112686669.jpg)
დიდი ბრიტანეთი, 1969 წლის აგვისტო, სანაპიროზე, "უაით პოპ აილედის" ფესტივალის დროს.
|