x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კიდევ ერთხელ თბილისის "დინამოს" და ავიაკატასტროფაში დაღუპული გუნდის შესახებ
image

დღევანდელ დღეს, 27 აგვისტოს, 43 წლის წინ ტაშკენტში გაიმართა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ტაშკენტის "პახტაკორი" და თბილისის "დინამო".მატჩს ესწრებოდა 50 000 მაყურებელი .თამაში დასრულდა ტაშკენტელთა გამარჯვებით 2:1.პირველი გოლი მე-9 წუთზე გაიტანა ყიფიანმა, საპასუხო გოლები შეაგდეს ფაირუზოვმა (მე-13წ.) და ნეჩაევმა (65-ე წუთზე), მაგრამ თითქოსდა ერთი შეხედვით ამ რიგით მშრალ მონაცემებში იმალებოდა უდიდესი დრამატული ამბავი.....


1979 წლის 11 აგვისტოს დნეპროძერჟინსკის თავზე ერთმანეთს შეასკდა ორი Ту-134А.ერთი მიფრინავადა ტაშკენტიდან მინსკის მიმართულებით, ხოლო მეორე ჩელიაბინსკიდან კიშინიოვის მიმართულებით. დაიღუპა სულ 172 ადამიანი, მათ შორის ტაშკენტის "პახტაკორის" ფეხბურთელთა გუნდი, სულ 17 კაცი.მათ შორის იყო შესანიშნავი მიხეილ ანიც.როგორც ცნობილია, საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებს მაშინ ეკრძალებოდათ საბჭოეთში მომხდარი რაიმე ტრაგიკული მოვლენის გავრცელება, მაგრამ ამ ფაქტის დამალვა ყოვლად შეუძლებელი იყო, ბოლოსდაბოლოს ფეხბურთელთა მთლიანი გუნდი დაიღუპა.

imageფოტოზე: თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი სოფელ კურილოვკასთან


ამ თავზარდამცემი ამბის შემდეგ, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, გუნდს მორიგი კალენდარული მატჩი თბილისის "დინამოსთან" ჰქონდა.სახელდახელოდ შეიკრიბა "პახტაკორის" ახალი გუნდი, რომელიც გასული წლის ჩემპიონს, წლევანდელი თასის მფლობელს, უძლიერეს თბილისის "დინამოს" ხვდებოდა.


27 აგვისტოს ტაშკენტში გამართული თამაში თბილისის "დინამომ" წააგო 1:2....ყველამ ვარაუდობდა, რომ ეს თამაში თბილისელებმა ძალად დათმეს, თუმცა ხმამაღლა ამის თქმას, მით უმეტეს ამაზე საუბარს ოფიციალური წრეები და პრესა ერიდებოდა.ეს რომ გამჟღავნებულიყო "დინამოს" ოფიციალურად, პროტოკოლის მიხედვით დისკვალიფიკაცია ელოდა.გულში კი ყველას თვალში კიდევ უფრო ამაღლდა ამ ლეგენდარული "ოქროს დინამოს"პრესტიჟი.

image

image

მხოლოდ ტრაგედიიდან 30 წლის თავზე"პახტაკორის" ყოფილმა ფორვარდმა ტულიაგან ისაკოვმა, (ქვემოთ ფოტოზე)რომელიც სრულიად შემთხვევითობის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, აღიარა, რომ "დინამომ" განზრახ დათმო მატჩი.

image

"ჩვენთან ჩამოფრინდა თბილისის "დინამო". მთელი გუნდი აეროპორტიდან პირდაპირ სასაფლაოზე წავიდა, ყვავილებით შემაკეს და პატივი მიაგეს დაღუპული კოლეგების ხსოვნას. გამოჩენილმა ქართველმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა გახსნა ანგარიში და გოლი მიუძღვნა დაღუპულების ხსოვნას. "პახტაკორიდან" ჯერ ფაირუზოვმა და შემდეგ ნეჩაევმა გაიტანეს თითო-თითო გოლი. "პახტაკორმა" 2:1 მოიგო. როგორც თავად ყიფიანმა მითხრა, აქ ვერ და არ ითამაშებდნენ მოსაგებად და ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩვენგან " პახტაკორის" პატივისცემის გამოვლინებადო. “ - განაცხადა უზბეკმა ვეტერანმა ფეხბურთელმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმ გუნდში ყველა ახლო მეგობარი იყო, ყველა საქმეში ცდილობდნენ ერთმანეთის დახმარებას და გამოირჩეოდნენ ადამიანურობით.


image

0
809
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
809
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0