x
მეტი
  • 27.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509313
"თაკო, კადრი ნახე? ეს ვნებს თუ არა მიშას?"- ნანუკა ჟორჟოლიანი თაკო ჩარკვიანს

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ბათუმში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტს პირად გვერდზე ეხმაურება (საუბარია იმ შემთხვევაზე როდესაც "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, ინტერვიუს ჩაწერის დროს აქციის ერთ - ერთმა მონაწილე ქალბატონმა წინ პლაკატი - "თავისუფლება მიშას" გაუშალა) და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, იმის გარკვევაში დაეხმაროს თუ რატომ არ შეიძლებოდა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის პლაკატის გამოფენა. ოპოზიციონერი დეპუტატის პოსტს კომენტარებში ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმურა, რომელთა მიმოწერასაც პოლიტიკოსის პოსტის ქვემოთ გთავაზობთ:


"ისე გამაგებინეთ ადამიანებო, კოლეგებო, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი პლაკატი, რომელიც პოლიტპატიმარია, ციხეშია უკიდურესად დაუძლურებული, რომელსაც ამდენი რამ აქვს გაკეთებული უკრაინისთვის და რუსეთთან- პუტინთან დაპირისპირებული საქართველოს მესამე პრეზიდენტია, მართლა მაინტერესებს რა ხდება????!!!!!


აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არ შეიძლება უდიერად მოეპყრო ამომრჩეველს მოქალაქეს ( სულ რომ გაღიზიანებდეს), ვის აქვს ამის უფლება????( დაუშალო ნების გამოხატვა) რბილად რომ ვთქვათ არასწორია, ობიექტურად კი სამომავლოდ საშიშია ასეთი ქმედება, ამ შერჩევითი "დემოკრატიით" შორს ვერ წავა პროცესი.

ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი ( ცუდი ფორმით გამოხატული ), ვერ "პრავდება" და რაც უფრო შეეცდება რომელიმე ლიდერი ამ საქციელის გამართლებას კიდევ უფრო ცუდი იქნება სამომავლოდ. დემოკრატია " ჯიბის, " პრივატიზირებული არ არის !!!!!!!????✌️"- დაწერა თაკო ჩარკვიანმა.


image





0
804
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
804