x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წარსულის 11 უცნაური არტეფაქტი, რომლისგანაც თვალის მოშორება ძნელია
image


ისტორიული არტეფაქტებისა და ფოტოების ყურება ყოველთვის საინტერესო და სახალისოა. ამ ვინტაჟური ნივთების კოლექციას არა მხოლოდ ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანების გაოცება, არამედ მათი შეშინებაც კი შეუძლიათ. ამ ნივთებისგან თვალის მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მათი ისტორიის გაგება კიდევ უფრო საინტერესოა.





1. უძველესი პომპეის პური


image


ეს პური ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის ადგილზე იპოვეს. ის თითქმის 2000 წლისაა! პურზე მცხობელის ბეჭედია დასმული.




2. ბეჭედი Memento Mori (ლათინურად: "გახსოვდეს სიკვდილი"), მე-17 საუკუნე


image


ასეთ ბეჭდებს გარდაცვლილი მეგობრის ან ნათესავის ხსოვნის აღსანიშნავად ჩუქნიდნენ, რომლებსაც მათთვის ცხოვრების წარმავლობა უნდ შეეხსენებინათ.




3. მე-19 საუკუნეში, ედინბურგის მახლობლად, არტურის ტრონის გამოქვაბულში ნაპოვნი იდუმალი პატარა კუბოები.


image


ეს უჩვეულო არტეფაქტები სრულიად შემთხვევით იქნა ნაპოვნი. 1836 წელს ადგილობრივი ბავშვები ახლომდებარე ბორცვებზე სირბილისას ხვრელს წააწყდნენ, რომელიც საბოლოოდ, გამოქვაბულის შესასვლელი აღმოჩნდა. კუბოების ზომა 9, 5-დან 10, 5 სმ-მდე იყო, რომელთა შიგნითაც ფეხებზე მიხატული ფეხსაცმელებით ხის თოჯინები ესვენნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ობიექტები 1812 წლიდან 1820 წლამდე იყო შექმნილი, თუმცა დღემდე უცნობია, ვინ შექმნა ისინი ან რა მიზნით იქნა შექმნილი.



4. ხანძრის შედეგად დაზიანებული ფიგურები მადამ ტიუსოს მუზეუმში, ლონდონი, 1925 წელი


image


საშინელი სურათი, არა?




5. მოძრავი რვაფეხა თოჯინა მე-19 საუკუნის რუსეთიდან


image


მართლაც რომ საშინლად გამოიყურება, რას იტყვით? სინამდვილეში, თოჯინას გრძელი კაბა ეცვა, შესაბამისად, მხოლოდ ორი ფეხი უჩანდა.




6. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მანეკენი ქრაშ - ტესტისთვის


image


ასეთი მანეკენები აშშ-ში პარაშუტის შესამოწმებლად გამოიყენებოდა.



7. ვეფხვი ტიპუ, მექანიკური სათამაშო, რომელიც სპეციალურად მე-18 საუკუნის მმართველისთვის, ტიპუ სულთნისთვის შეიქმნა.


imageimage


ვეფხვისა და ჯარისკაცის ფიგურების შიგნით ჩამონტაჟებული იყო მექანიზმი, რომელიც მტაცებელს - ღრიალის, ჯარისკაცს კი, ერთი ხელის აწევის შესაძლებლობას აძლევდა. ცხოველის ერთ მხარეს შეგიძლიათ პატარა ორღანის საკლავიშო პანელიც იხილოთ.





8. "ვირთხების ჯოგი" - იაპონური მოჩუქურთმებული სპილოს ძვლის ქანდაკება, მე-19 საუკუნე



image


ამ პატარა (მხოლოდ 4 სმ დიამეტრის) სკულპტურას იაპონიაში "ნეცკეს" უწოდებენ. ადრე მას ქამარზე, საფულისა და გასაღებების მისამაგრებლად იყენებდნენ. საინტერესოა, ვის მოაფიქრდა ვირთხების ჯოგის ქამარზე ტარება?





9. დიაგრამა ქირომანტებისთვის, მე-17 საუკუნე


image


ეს ილუსტრაცია ჟან ბატისტ ფლოტის წიგნიდან იქნა აღებული, რომელიც დაახლოებით 1640 წელს გამოიცა. ფლოტი ფრანგი ქირომანტი გახლდათ, რომელიც ასევე ფიზიონომიითა და ასტროლოგიით იყო გატაცებული. კერძოდ, მას სჯეროდა, რომ ხელისგულისა და თითების გარკვეული ნაწილები ზოდიაქოს ნიშნებს შეესაბამებოდა.





10. ქალის გულის რუკა, XIX საუკუნე


image


ის ამერიკაში შექმნეს. ცენტრში მოქცეულია - სიყვარული. მსხვილად: ჩაცმისადმი სიყვარული, კეკლუცობა, დემონსტრაციული ქცევის სიყვარული, აღტაცება, სენტიმენტალურობა და ა.შ. გული მატერიალური კეთილდღეობის ზღვით ირეცხება.





11. "დამალული დედა" - ვიქტორიანული ეპოქის დროინდელი ფოტო


image


ეს არ გახლავთ მოჩვენება, არა. უბრალოდ, ადრე, როცა ბავშვის მარტო გადაღება იყო საჭირო, ფოტოგრაფები დედებს დეკორაციის ფუნქციას უთავსებდნენ, კამერის ჩამკეტის სიჩქარე ძალიან ნელი იყო, ამიტომ საჭირო იყო ბავშვის ისე დაჭერა რომ მას არ ემოძრავა.





0
457
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
457