x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ქუთაისში 200 დაკარგული მგზავრი ჩამოფრინდა - მათ პირდაპირ ეთერში მსოფლიო ადევნებს თვალს
image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი, რომლის 200 მგზავრი დაკარგულად ითვლება. მათ წარმოდგენა არ აქვთ, ამჟამად რომელ ქვეყანასა და ქალაქში იმყოფებიან. მგზავრები ძირითადად ბლოგერებით არის დაკომპლექტებული და ისინი სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის რეჟიმში მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უჩვენებენ მათი უცნაური მოგზაურობის თავგადასავლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები და ბლოგერები იმერეთში რამდენიმე დღე დარჩებიან.

.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს, მგზავრების უჩვეულო ვიზიტი ავიაკომპანია ვიზიარის ცნობილი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ავიაკომპანია ხშირად აწყობს პოპულარულ პროექტს სახელად „დაიკარგე ვიზიართან ერთად“, რა დროსაც რამდენიმე ქვეყნიდან თავგადასავლების მოყვარულ ბლოგერებს უმისამართო ფრენას და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას სთავაზობს. ეს პროექტი ძალზე პოპულარობით სარგებლობს და დიდი მოთხოვნაა მასზე. როგორც ჩანს, ავიაკომპანიამ ამჯერად საქართველო და იმერეთის რეგიონი შეარჩია და ეს კონკრეტული რეისი ემირატებიდან ჩამოფრინდა.


,

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოცქსელში წერს:


„სასწაული რამ ხდება მეგობრებო. ამ წუთებში ქუთაისში დაფრინდა ბორტი, რომლის 200 მგზავრს ( ბლოგერები, ჟურნალისტები, ინფლუესერები ) წარმოდგენა არა აქვთ რომელ ქვეყანაში და ქალაქში არიან. ეს არის ავიაკომპანია "ვიზიარის" ცნობილი პროექტი- "დაიკარგე ვიზიართან ერთად". სტუმრები მთელი მსოფლიოდან შეირჩნენ და ემირატებიდან გადმოაფრინეს ჩარტერით. მათ სამი დღე იმერეთი უმასპინძლებს. 30 მილიონი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებს მათ მოგზაურობას.DMO Imereti აბა თქვენ იცით!“

.

0
948
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
948
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0