საბუნებისმეტყველო საოცარი ფაქტები, რომლებიც ადამიანის ევოლუციურ განვითარებას მოწმობენ 2022, 25 აგვისტო, 19:19
წიგნის მიხედვით " 8000 საოცარი ფაქტი, რომელიც აუცილებლდ უნდა იცოდე
ადამიანის მსგავსი ადრეული მაიმუნის დრიოპითეკის სიმაღლე 1 მ იყო. მას ტავისივე ზომის ძუძუმწოვრებთან შედარებით დიდი ტვინი ჰქონდა. ძალიან გამრავლდა აფრიკის, აზიისა და ევროპის გაშლილ ველებზე. დრიოპითეკები შიმპანზის მსგავსი ადამიანის მსგავსი მაიმუნებია, რომელიც პრონკონსულის შემდეგ განვითარდა მიოცენის ეპოქაში ( 24-5 მლნ წლის წინ) შესაძლოა, მას ორ ფეხზე დგიმა შეეძლო, მაგრამ ცოცვისას ოთხივე კიდურს იყენებდა. რამაპტიკუსი ადამიანის მსგავსი მაიმუნი იყო, რომელიც შია და გვიანმიოხენის ეპოქაში ცხივრობდა. ახლა მიიჩნევენ, რომ ის აზიელი ადამიანის მსგავსი მაიმუნების განვიტარების ჯაჭვში ერთ-ერთი რგოლი და, სავარაუდოდ, ორანგუტანგის წინაპარი იყო. ავსტალოპითეცინი განვითარების კიდევ ერთი საფეხური იყო ადამიანის მსგავს მაიმუნებსა და ადამიანს შორის. ავსტრალოპითეცინი( სამხრეთის ადამიანის მსგავს მაიმუნს ნიშნავს) ორ ფეხზე დადიოდა. ყველაზე დიდი ადამიანის მსგავსი მაიმუნი გიგანტოპითეკი იყო, რომელიც ჩინეთში დაახლოებით, 1მლნ წლის წინ ცხოვრობდა. ის, შესაძლოა 2, 5 მ ყოფილიყო სიმაღლეში, წონით კი 300კგ. სახელი პროკონსულ 1927 წელს დაერქვა შიმპანზის პატივსაცემად, რომელსაც კონსული ერქვა ის სვცენაზე გამოდიოდა, ჩიბუხს ეწეოდა და ველოსიპედით დადიოდა. პრიმატები ადამიანის მსგავსი მაიმუნებია, რომელთაც მაიმუნებზე რთული ტვინი აქვთ და ამასთან უკუდოები არიან. ჰომინიდები ( ადრეული ადამიანები) ადამიანის მსგავსი მაიმუნებისგან გაჩნდნენ. ეგიპტოპითეკი ადამიანის მსგავსი მაიმუნების ერთ-ერთი წინაპარი იყო. ცხოვრობდა ოლიგოცენის ეპოქაში ( 37-24მლნ. წლის წინ) ეგვიპტეში. ის პატარა იყო და მოკლე კუდი ჰქონდა. პროკონსული 23-24მლნ წლის წინ მცხოვრები ადამიანის მსგავსი მაიმუნი იყო. შესაძლოა, სხვადასხვა ზომის ყოფილიყო - როგორც პატარა მაიმუნის, ისე მდედრი გორილის სიდიდის. მას უფრო დიდი ტვინი ჰქონდა, ვიდრე ეგიპტოთეკს. პროკონსული ხილით იკვებებოდა. რუსი პალეონტოლოგები ფიქრობენ, რომ ის ოთხ კიდურზე დადიოდა. სიარულისას წინა კიდურების სახსრებს ეყრდნობოდა, როგორც ამას ტანამედროვე შიპნანზეები და გორილები აკეთებენ. პროკონსულის შემდეგ ადამიანის მსგავსი მაიმუნების ორი ხაზი განვითარდა. ერთი ხაზის წარმომადგენლები არიან გიბონები და ორანგუტანგები, ხოლო მეორის - შიმპანზეები, გორილები და ადამიანები. ადრეული ჰომინიდები ჰომინიდები ადამიანთა ოჯახია, რომელშიც შევდივართ ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ჩვენი პრეისტორიული ნათესავები. ჰომინიდების გაქვავებულ ნამარხებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ისინი განვითარდნენ ადამიანის მსგავსი მაიმუნებისგან, რომლებიც ოთხზე დადიოდნენ. ჰომინიდების ხერხემლი ინგლისური ასოს S-ის ფორმით განვითარდა, რათა მენჯის ძვლებს შეძლებოდათ სხეულის ზედა ნაწილის სიმძიმის გაძლება. ჰომო ჰაბილოსი ნაკლებად გამართული დადიოდა, ჰომო ერექტუსი შედარებით გამართულად, კიდევ უფრო გაიმართა ჰომო ნეანდერტალი, ხოლო ჰომო საპიენსი უკვე კარგად გამართული დადიოდა. გამართულად მოსიარუე არსების გაქვავებული ნამარხები პირველად 1978 წელს აღმოაჩინეს. ისინი ავსტრალოპითეკს ეკუთვნოდნენ, რომელიც 3, 8მლნ წლის წინ ცხოვრობდა. ჰომინიდებს აქვთ ბრტყელი ტერფი, რითაც მიწაზე სიარულისას მასას იკავებენ (ადამიანის მსგავს მაიმუნებს მოხრილი თითები აქვთ, რითაც ადვილად დაცოცავდნენ ხეებზე). ადამიანის მსგავსი მაიმუნებისგან განსხვავებით ჰომინიდების ფეხის ძვლები უფრო გრძელი და სწორი გახდა, რათა დიდი მანძილის გავლა შეძლებოდათ. ორ ფეხზე სიარულმა მათ საშუალება მისცა, აფრიკის დაბლობდე დიდი მანძილი გაევლოთ. ორ ფეზე დგომა საშუალებას აძლევდა მათ მაღალი ბალახები ზევიდან დაენახათ, რაც გარკვეული უპირატესობა იყო საკვების მოპოვებისა და საფრთხისგან თავის დაღწევის თვალსაზრისით. გამართულმა სიარულმა ხელები სხვა საქმის საკეთებად გამოათავისუფლა. ჰომინიდების ისტორიაში გამართული სიარული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. შვილები ადამიანები შვილებს უფრო დიდხანს უვლიან, ვიდრე ცხოველები. მშობლებსა და შვილებს შორის მჭიდრო კავშირი პრიმატების თანამედროვე სახეობებსაც ახასიათებთ. სავარაუდოდ, ეს ასე იყო პრეისტორიული პრიმატების შემთხვევაშიც. ასე იმიტომ მოხდა, რომ ადამიანებსა და პრიმატებს უფრო ცოტა შვილები ჰყავთ, ვიდრე სხვა ცხოველების დიდ ნაწილს, ამასთან მდედრების ფეხმძიმობა უფრო დიდხანს გრძელდება. ნაშიერის აღზრდის პერიოდიც დიდხანს გრძელდება, რომლის დროსაც შვილები სწავლობენ თავის გადარჩენასა და სოციალურ უნარ-ჩვევებს. ადრეული ჰომინიდების მენჯი ფართო იყო, რაც ნიშნავდა, რომ მათი შვილები დაბადებისას საკმაოდ დიდები იყვნენ. თანამედროვე ადამიანის მსგავსად, გვიანდელ ჰომინიდებს, ჰომო ერგასტერიდან მოყოლებული, შედარებით პატარა მენჯები ჰქონდათ. ეს ნიშნავდა, რომ მათი შვილები უფრო პატარები და ნაკლებად განვითარებულები იბადებოდნენ. პატარა და ნაკლებად განვიტარებულ ნაშიერს შედარებით მეტი ზრუნვა და დაცვა სჭირდება, ამიტომაც ჰომინიდებისთვის შვილების მოვლა დიდი საზრუნავი გახდა. ამ ცვლილებამ სხვა ცვლილებებიც გამოიწვია. ჰომინიდთა ჯგუფები რაოდენობრივად გაიზარდა, რათა შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა გადანაწილებულიყო. ასევე გაიზარდა თანამშრომლობა მდედრებსა და მამრებს შორის და მათ დაწყვილება დაიწყეს. ასეთი პარტნიორობა ორმაგად მომგებიანი იყო. მდედრებს შეეძლოთ შვილებისთვის მოევლოთ, ხოლო მამრებს საკვები მოჰქონდათ. ამის სანაცვლოდ, მამრები დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვები ნამდვილად მათი იყო. არდიპითეკ რამიდუსი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცნობილი ჰომინიდია, რომელიც დაახლოებით 4, 5 მლნ წლის წინ ცხოვრობდა. ის ძლიან ჰგავდა შიმპანზეს, მაგრამ ერთი დიდი განსხვავება იყო ის, რომ იგი ორ ფეხზე დადიოდა. იგი ცხოვრობდა ტყეში და ღამე ხეზე იძინებდა. დღის განმავლობაში მოწაზე დადიოდა საკვების ( ფესვების) მოსაპოვებლად. ზრდასრული მამრი არდიპითეკ რამიდუსი სიმაღლეში 1, 3 მ იყო და 27 კგ-ს იწონიდა. 1994 წელს ეთიოპიაში არქეოლოგებმა კიდევ უფრო ძველი ჰომინიდის, არდიპითეკ რამიდუს კადაბას ნამარხები აღმოაჩინეს, რომელიც 5, 6- 5, 8 მლნ წლის წინ ცხოვრობდა. არდიოითეკ რამიდუს კადაბას ნამარხები არდიპითეკ რამიდუს ნამარხებს ჰგავს - ისინი ახლო Nათესავები არიან. ავსტრალოპითეკი ანამენსისი გვიანდელი ჰომინიდია. მისი ნამარხები 4, 2-3, 9 მლნ წლებით თარიღდება. ავსტრალოპითეკ ანამენსისის მუხლის სახსრების გაქვავებული ნამარხებიდან ჩანს, რომ მასმოძრაობისას სმძიმე ერთი ფეხიდან მეორეზე გადაჰქონდა., რაც იმის ნიშანია, რომ მას ორ ფეხზე სიარული შეეძლო. 130 შეფასება არ არის
|