x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იპოვეთ დამნაშავე – გამოცანა საზრიანობაზე (პასუხი აქვს)

როგორც ცნობილია, ცხოველებს შორისაც არიან დამნაშავეები. ზოგიერთი სხვისი საკვების მარაგს იპარავს, ისეთებიც არიან, საკუთარი სოროდან რომ აგდებენ პატრონს და შემდეგ იქ, თვითონ ცხოვრობენ! კრიმინალი, "უცხო ხილი", არც შინაური ცხოველებისთვის არის. მაგ., ერთი კატა, ყოველ ღამე, 11–მდე ნივთს იპარავდა*.

ამ გამოცანაში, სწორედ ქურდობაზეა საუბარი, რომელიც ცხოველების დასახლებაში მოხდა (შეიძლება, გამოცანა, ერთი შეხედვით, საბავშვოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის).


image


გასულ ღამეს, ერთ სახლთან, ქურდობაში ეჭვმიტანილი, 3 ცხოველი დააკავეს. სახლიდან დაიკარგა ფარანი, რადიო და კბილის ჯაგრისი. შერლოკ ფოქსმა ზუსტად იცის ვინ ჩაიდინა დანაშაული... და თქვენ, ვისზე გაქვთ ეჭვი?


პასუხი:

imageღამურას ფარანი არაფერში სჭირდება, სიბნელეში ორიენტირებისთვის, მას ექოლოკაცია აქვს. კუს კბილის ჯაგრისი არ გამოადგება, რადგან კბილები არა აქვს. შესაბამისად, ქურდობაში დამნაშავე ღორია.


* ქალაქი სან-მატეო (კალიფორნია, აშშ) ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სან-ფრანცისკოსთან ახლოს და შეიძლება, მისი არსებობის შესახებ არც არასოდეს გაგვეგო, რომ არა პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნა. საქმე იმაშია, რომ მათი პირადი მოხმარების და საყოფაცხოვრებო ნივთები, ხანგრძლივი დროის მანძილზე, უკვალოდ იკარგებოდა და არა ერთი და ორი, არამედ მასიურად. ამ კრიმინალის შესახებ, ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა, რომ არა ერთი თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ მიჰქონდა პატარა ცხოველს დიდი პირსახოცი. თავიდან, მას ეგონა, რომ ის ენოტი იყო, მაგრამ... კატა აღმოჩნდა, სახელად დასტი და ყველაფერი გაირკვა. ამჟამად, როდესაც ვინმეს რამე ეკარგება, დაზარალებულები დასტის პატრონს ურეკავენ და მომხდარის შესახებ ატყობინებენ. გაგრძელება >>>


image


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

* 25 «ტვინის საჭყლეტი» – რთული და ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

* ყველაზე რთული გამოცანა მსოფლიოში (პასუხი აქვს)

* დეტექტიური გამოცანები

* ტესტი: ყურადღების შესამოწმებლად

* გამოცანები Apple, Adobe, Microsoft, Google კომპანიებში გასაუბრებიდან (პასუხები აქვს)



0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0