x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ახალი სტილის ხატი: სტივ ჯობსის ქალიშვილი
სტივ ჯობსის სტილი ერთ–ერთი ყველაზე ცნობადია: მრავალმილიარდიანი ქონების მიუხედავად უპირატესობას ანიჭებდა უბრალო და მოკრძალებულ ნივთებს, როგორიცაა ლურჯი ჯინსი, შავი მაისური და უბრალო ბოტასები. სტივი უმცროს ქალიშვილს თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა, მაგრამ ევა ჯობსი სტილის პრეფერენციებით მამას არ გაჰყვა.


image

23 წლის ევა ტრენდებს მიჰყვება და მოდის ჩვენებებშიც მონაწილეობს. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან, მაგრამ ეფექტურ ფოტებს გვიზიარებს.


სტივ ჯობსის ქალიშვილის გარდერობი


მსუბუქი კაბები თეთრეულის სტილში


image

მასზე მსუბუქი კაბები საოცრად გამოიყურება. გოგონა ნაზ ფერებს და მაქმანის დეკორს უპირატესობას ანიჭებს. ასე ქალურ და თავისუფალ აუტფიტს ქმნის.


ზოგჯერ მოდური ბოტასის ან უხეში ჩექმის ნაცვლად სტილს მოკრძალებულ ჩუსტით ავსებს. საკმაოდ შინაურული სტილი გამოდის.


საბაზისო ჯინსი და მოკლე ტოპი

image

საბაზისო ჯინსის და მოკლე ტოპის კომბინაცია ერთ–ერთი პოპულარული ვარიანტია. ევამ ეს კარგად იცის.

სტივ ჯობსის ქალიშვილი ღია ფერებს უპირატესობას ანიჭებს და სტილს ზედმეტი დეტალებით არ ტვირთავს. მხოლოდ დახვეწილ აქსესუარებს უმატებს.


ტანსაცმელი ყვავილების პრინტით

image

image

ხმაურიანი ტრენდი. ყვავილების პრინტი ყველგან გვხვდება. მოდის ბლოგერები ნაზად მოხატულ კაბებს, ბლუზებს, ჟილეტებს და ჯინსებს ატარებენ. ევა ტრენდს არ ჩამორჩა.


მამაკაცური ქურთუკი

image

ოვერსაიზი აქტუალობას არ კარგავს, ხოლო ჯინსის ტანსაცმელი მოდურ ოლიმპიადაზე ლიდერობს. ევას გარდერობში გაერთიანებულია ორი ტრენდი: მამაკაცური სტილის ჯინსის ქურთუკი და მოკლე კაბა. წაუგებელი ვარიანტია.


თავისუფალი სპორტული ტანსაცმელი

image

ბევრი მოდის ბლოგერი საჯაროდ იდეალურად შერჩეული ლუქით ჩნდება, მაგრამ ევას უბრალო ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოჩენა არ აშინებს.


გამჭვირვალე კაბები

image

ერთ–ერთი ყველაზე თამამი და მაცდური ტრენდი: თუ სწორად შეარჩევთ, იდეალურ ლუქს მიიღებთ. ეჯა ჯობსი ამ ამოცანას იდეალურად ასრულებს. მაგალითად, გამჭვირვალე თეთრი კაბა ბოდის ზემოთ.


მკაცრი ქურთუკი

image

ევა ოფიციალური ღონისძიებისთვის მკაცრ ქურთუკს უპირატესობას ანიჭებს. თეთრი მოდელი Balmain–ის ჩვენებაზე მის გარდერობში გამოჩნდა. თავისუფალი ქურთუკი როგორც ოფიციალურ ღონისძიებაზე, ასევე არაფორმალურ შეხვედრაზე მისაღებია.


დიდი ზომის კარდიგანი

image

დიდი ზომის სვიტერი და კარდიგანი ევას გარდერობში აქტუალურია. დიდი ზომის ნაცრისფერი ზედა, თავისუფალი სტილის შარვალი და მასიური ჩექმა იდეალურია.


მდიდრული შავი კაბა

image

შავი კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს ევა ჯობს ღრმა დეკოლტიანი ეფექტური მოდელი აქვს. დახვეწილი აქსესუარი საღამოს ჩაცმულობას იდეალურად ავსებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. „შანელის“ ჩანთების კოლექცია: მოდური კლასიკა

2. 19 ჩაცმულობა პოდიუმიდან, რომლებიც ცნობილ სახეებზე ისე არ გამოიყურება, როგორც მოდელებზე

3. დიზაინერების მოწოდებული 20 იდეალური ქვედაბოლო, რომელიც, სასურველია, ყველა ქალის გარდერობში იყოს

4. მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ

5. 15 შემთხვევა, როცა ვარსკვლავების ჩაცმულობა ოპტიკური ილუზიით თვალების სრესვას გვაიძულებს

6. ვარსკვლავების 19 წყვილი, რომლებიც საჯაროდ ერთი და იმავე ჩაცმულობაში გამოჩნდნენ და მოდური ბრძოლა დაიწყეს

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
242