x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე მეტი ს@რი საქართველოში მოდის“ - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტისა და ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას სიკვდილს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"მართალია გეოგრაფიულად დავპატარავდით, ბევრი ადამიანი წავიდა და ქვეყანა იცლება, მაგრამ დუგინის შვილის ამბის განხილვაზე ქართველების რეაქციებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მსოფლიოში 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე მეტი სირი საქართველოში მოდის.


ინდე სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა. შვილის ქელეხში თამადა ეყოლება მსოფლიოში ანალოგი რომ არ ყავს.


ვინც ფიქრობთ რომ ეგეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება ან შვილმა რა დააშავა, ძალიან დებილები ხართ." – ვკითხულობთ პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.


ცნობისთვის, მოსკოვის ოლქში, მანქანაში კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი – დარია დუგინა ააფეთქეს.


გავრცელებლი ინფორმაციით, აფეთქების დღეს დუგინები ფესტივალ - "ტრადიციას" ესწრებოდნენ, საიდანაც ავტომანქანით ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წუთს დუგინმა დაბრუნება სხვა მანქანით გადაწყვიტა. ავტომობილი ავტობანთან ახლოს, დაახლოებით 22:00 საათზე აფეთქდა. დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.


ახლა კი გთავაზობთ კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტისა და "პუტინის ტვინად" წოდებული, ალექსანდრ დუგინის მიერ საქართველოსა და ზოგადად, ქართველების შესახებ სხვადასხვა წლებში გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთ - ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა:


"1996 წელი - “ქართველებს არ აქვთ უფლება, იწოდებოდნენ ადამიანებად”,


1997 წელი - “აფაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფარგლებში შევლენ",


1997 წელი - “მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებელი პოლიტიკა",


2008 წლის ივნისი - “რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს სამხრეთ ოსეთი, ოღონდ რუსეთი არ უნდა შეჯერდეს სამხრეთ ოსეთის გათავისუფლებით, არამედ უნდა წავიდეს წინ“,


2008 წლის აგვისტო - “ტანკები თბილისზე - ჩვენი გამარჯვების ერთადერთი ფორმულა",


2008 წლის აგვისტო - “უნდა ავიღოთ თბილისი და იქ ან პრორუსული მთავრობა, ან სულაც რუსი გუბერნატორი დავსვათ",


2013 წელი - “საქართველო შეუმდგარი სახელმწიფოა და მას დამოუკიდებლად არსებობის უფლება არ აქვს",


2013 წელი - “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდეგ საქართველოს უნდა გამოეყოს: სამეგრელო, ჯავახეთი და აჭარაც",


2014 წელი - “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეოკუპაცია შეუძლებელია",


2015 წელი -, ჩვენი გამარჯვება მხოლოდ საქართველოს სრული ოკუპაციის შემთხვევაში იქნება"


და ასე შემდეგ ... (


ეს ნაძირალა შიდა ქართლში ... (


image




0
498
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
498