x
image
კიხოდი
"ვაღიარებ, ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს ციხეს ქურდები მართავდნენ"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი იუსტიციის მინისტრობის დროს ციხეს ქურდები მართავდნენ და ციხის ადმიანისტრაცია ხელფასს სწორედ კრიმინალებისგან იღებდა. ამის შესახებ მან ბათუმში მოსახლეობასთან შეხევდრისას განაცხადა.
„მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ჩემს დროს ციხეს მართავდნენ მთლიანად ქურდები. ვაღიარებ ამას. მაშინ ციხის ადმინსიტრაცია არავინ იყო, ისინი ქურდებისგან იღებდნენ ხელფასს. ქურდი ცემდა, ქურდი აუპატიურებდა და ყველაფერს უკეთებდა პატიმრებს“, - აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ 8 წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში არაფერი გამოსწორებულა ტყუილია. სააკაშვილი ამბობს, რომ მისმა ხელისუფლებამ გვერდით გასწია ქურდები, პატიმრებს მისცა ნორმალურად კვების საშუალება და დღეს აღარ არის საჭირო, რომ მსჯავრდებულებს საჭმელი გარედან მიაწოდონ. პრეზიდენტის განცხადებით, მათ ასევე შემოიღეს გრძელვადიანი პაემნები, დაიწყეს პრობაციის გაფართოება და მთლიანად აღმოფხვრეს ნარკომანია ციხეებიდან.
„ერთადერთი რამ, რაც ვერ მოვახერხეთ ის იყო, რომ ამ სისტემაში არ იყო პრესტიჟული სამუშაო, ამიტომ აქ შემოძვრნენ ყოფილი გაიშნიკები, რომლებიც იყვნენ ორგანიზებულ დანაშაულთან შეკრულები. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ სისტემაში ბევრი რამ გაკეთდა, უბრალოდ მათ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.


image


















წყარო: http://news.ge

2
160
2-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
160
  
2012, 24 სექტემბერი, 15:48
საქართველოს კანონდებლობით, ჟურნალისტთა ასოციაციის და საერთაშორისო ინტერნეტ გამომცემლობების მხარდაჭერით უფლებას არღვევს რედაქტორი რომელიც მსგავს სტატიებს აგნორირებს.

ანუ მიუხედავად იმისა რომ საიტის ან გაზეთის შინაგანა წესი ეწინააღმდეგებოდეს რაიმეს თუ საქართველოს კანონდებლობა უშვებს ამ ფაქტს და საერთაშორისო ასოციაციები - ამ შემთხვევაში საიტი და ნებისმიერი გამომცემლობა უძლურია და უწევს შინაგანაწესის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს
2012, 24 სექტემბერი, 10:15
+1... მივესალმება ასეთ რაღაცას რომ ცნობილი საიტებიდან სტატიის დაკოპირების შემთხვევაში ავტორმა მიუთითოს წყარო, და არ იქნას დაბლოკილი ადმინისტრატორების მიერ...
0 1 2