x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
როგორ გავიგოთ რესტორანშივე, რომ ის (კაცი) ცუდი საყვარელი იქნება
image

ჩვეულებრივ, იმის გაგება, თუ ვინ არის მამაკაცი – სექსის ღმერთი თუ არარობა, – ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ლოგინში აღმოჩნდებით. მაგრამ, სექსოლოგისა და სხეულის ენის ექსპერტის ანაბელ ნაითის თქმით, საყვარლის „ხარისხის“ გარკვევა შეგიძლიათ იმით, თუ როგორ იქცევა იგი რესტორანში თქვენი პირველი შეხვედრის დროს. აი, როგორ იქცევა მამაკაცი მაგიდასთან ჯდომის დროს, რომელთანაც სექსი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონება იყოს თქვენს ცხოვრებაში.


ძალიან ჩქარობს



თქვენ პაემანზე ხართ და ის კი უკვე მზად არის სანამ ჩანგალს აიღებს ანგარიში მოითხოვოს? ყლაპავს ჯენტლმენი ყველაფერს, თითქმის დაუღეჭვლად და გემოს გაუგებრად? დაიმახსოვრეთ: ვინც ჭამაში ჩქარობს, რამაც სიამოვნება უნდა მოიტანოს, სექსის დროსაც ასე მოიქცევა.





ის ფრთხილობს



„კიევური კატლეტები გაქვთ? მე ყოველთვის ვუკვეთავ!" როგორც ჩანს, ეს ფრაზა შეიძლება გამაფრთხილებელი .ის, რასაც ადამიანი ჭამს, შეუძლია გამოავლინოს მისი ხასიათი. თუ მენიუ ყოველთვის ერთი და იგივეა, მაშინ საწოლის "დიაპაზონი" სავარაუდოდ მწირია და არც ისე საინტერესო იქნება.

მრავალფეროვნება შესანიშნავი საკმაზია სიცოცხლისთვის. ბიჭი, რომელიც ყოველთვის ფრთხილია, თავს არიდებს გასინჯოს რაიმე ახალი და პოულობს თავის რუტინას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარგი საყვარელი იყოს.


ბევრს სვამს


რამდენიმე ჭიქა ღვინო ნებისმიერი პაემნის მოსალოდნელი ნაწილია. ბევრ ადამიანს ალკოჰოლი ეხმარება დამშვიდებასა და უკეთეს დროის გატარებაში. მაგრამ თუ შენი ახალი ნაცნობი ძალიან ხშირად სვამს, შეხვედრის შემდეგ ჯობია შენს სახლში წახვიდე და არა მასთან ერთად. ალკოჰოლი არის სექსუალური ლტოლვის მკვლელი და ერექციული დისფუნქციის მეგობარი. გარდა ამისა, რა შეიძლება იყოს საწოლში ლუდის სუნზე უარესი?


ტრაბახობს საკუთარი "გმირობებით"


ადამიანი, რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს ლაპარაკს თავის გამარჯვებებზე და საყვარლების რაოდენობაზე, უბრალოდ არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში. არ უნდა ელოდოთ, რომ სექსის დროს ის იქნება მშვიდი, მოდუნებული და შეამჩნევს თქვენს სურვილებს. ასეთი ბიჭი მთელ ძალას გამოიყენებს საწოლში, რათა გაუმკლავდეს საკუთარ კომპლექსებს, მაგრამ თქვენ მისგან წვეთ ყურადღებასაც ვერ მიიღებთ.


საქმეზე გადასვლას ჩქარობს


თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ არ უნდა გადადოთ სექსი და ძალიან მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გაიგოთ, შეესაბამებით თუ არა ერთმანეთს, მაშინ ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი ემოციური ინტელექტი საკმარისად არ არის განვითარებული. ურთიერთგაგება, თანაგრძნობა და ემოციური სიახლოვე არის ბედნიერი, ჯანსაღი და სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების გასაღები და ვინც ამას ვერ ხვდება, თქვენსა და საკუთარ საქმეს გააფუჭებს!

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0