x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რატომ იფურთხება აქლემი?

image


ზოოპარკის სტუმრები ალბათ არაერთხელ შესწრებიან საკმაოდ უცნაურ სურათს, როდესაც გაავებული მამალი აქლემი ვოლიერთან მეტისმეტად ახლოს მისულ, ზედმეტად ცნობისმოყვარე ვიზიტორებს როგორ მოურიდებლად აფრთხობს თავისი "სანერწყვე ჯირკვლების პროდუქტით".


image


განსაკუთრებით სანახაობრივია ეს ყოველივე ზამთარში, როდესაც აქლემის ნერწყვი ზედ ვოლიერებზეა მიყინული. მოდით, ერთად გავარკვიოთ აქლემების რა უცნაურ ჩვევასთან გვაქვს საქმე?


image


აქლემები ყველას აფურთხებენ იქნება ეს ადამიანი, სხვა აქლემი თუ მტაცებელი, რომელმაც მისი ხორცით პირის ჩატკბარუნება გადაწყვტა, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აქლემის მყრალი სანერწყვე სუბსტანცია მტერს აბნევს, რითიც მას გაქცევის შესაძლებლობას აძლევს.


image


სხვათა შორის, მამალი აქლემების გარდა, ასევე დედლებსაც შეუძლიათ თავიანთი კოზაკების (შვილების) დაცვის მიზნით მონადირეებისთვის სახეზე შეფურთხება. ასე რომ აქლემის მიფურთხება მისი აღგზნების, გაღიზიანების ან თუნდაც აგრესიულობის გამომხატველი ნიშანია.


image


და მაინც რას წარმოადენს აქლემის ნერწყვი? როგორც ირკვევა ის არ არის მხოლოდ სანერწყვე ჯირკვლების პროდუქტი. სინამდვილეში, ეს არის ნერწყვისა და იმ ნაღეჭის ნაზავი, რომელიც კუჭში ნაწილობრივ მონელებულ საკვებს წარმოადგენს.


image


აქლემები, ძროხების მსგავსად მცენარეული საკვებით ჯერ კუჭს ივსებენ, შემდეგ მას უკვე კუჭის წვენით ნაწილობრივ დამუშავებულს კვლავ უკან იღებენ და ნერწყვით გამდიდრებულს ისევ ღეჭავენ. სწორედ აი, ამ ჯოჯოხეთურ ნარევს აფურთხებენ გარშემომყოფებს ისინი, რომელსაც უკიდურესად უსიამოვნო სუნი აქვს.


image


საინტერესოა ის ფაქტიც რომ როდესაც მამალი აქლემი დედალის მოხიბლვას იწყებს, იმ უკანასკნელს ნაკლებად აინტერესებს "თაყვანისმცემლის" ნერწყვის არომატი. აი, რაც კი მას ნამდვილად აფიქრიანებს არის ის თუ რა ზომის ბუშტის გაბერვა შეუძლია ნერწყვისგან პოტენციურ საქმროს.


image


და რაც უფრო დიდია ეს ბუშტი, მით უფრო სავარაუდოა რომ დედალი სწორედ მას აირჩევს. ასე რომ აქლემის მიერ გამოყოფილი ფურთხი და ნერწყვი - მარტივი რიტუალის არსია, აგრესიული ენერგიის უსაფრთხო მიმართულებით მიმართული.


image


მაგრამ არა მხოლოდ აქლემები არიან შეფურთხებაში მოდის კანონმდებლები. მსგავსი ჩვევები აქვთ მათ ახლო ნათესავებს - ლამებს და ვიკუნიებსაც. ეს ცხოველებიც დაახლოებით იმავე პირობებში იფურთხებიან, როგორშიც თავად აქლემები.


image


თუ ამ თემას უფრო ჩავუღრმავდებით მსგავსს ფენომენს ფაუნის სხვა წარმომადგენლებშიც აღმოვაჩენთ. მაგალითად, ზოგიერთი ტიპის კობრას, საშიშროების შეგრძნების შემთხვევაში, პოტენციური მტრისთვის თვალებში შეფურთხებაც კი შეუძლია. ეს ფურთხი ადამიანს მართალია არ კლავს, თუმცა მხედველობის სერიოზულ პრობლემებს კი ნამდვილად უქმნის.




0
926
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
926