სხვა შემზარავი ამბავი: ოჯახმა აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი ბავშვის გვამი აღმოაჩინა 2022, 19 აგვისტო, 15:30 ![]() მანურევების ოჯახმა ოკლენდში, ახალი ზელანდია, 11 აგვისტოს აუქციონზე დადო ფსონი და მოიგო მიტოვებული ბაგაჟის სათავსო თავისი შიგთავსით, სწორედ მათ გააკეთეს შოკისმომგვრელ აღმოჩენა ორ ჩემოდანში, სადაც ადამიანის ნაშთები იდო. ახალი ზელანდიის პოლიციის დეტექტივის ინსპექტორმა ტოფილაუ ფაამანუია ვაელუამ განაცხადა, რომ პოლიციას მიაჩნია, რომ ბავშვების ცხედრები, რომელთა ასაკი ხუთიდან ათ წლამდე არის, შესაძლოა ჩემოდნებში სამი-ოთხი წლის განმავლობაში იდო. ოჯახი, რომელმაც ეს ნივთები საცავიდან შეიძინა, არანაირად არ არის ჩართული ამ საქმეში. ოჯახი ონლაინ ფსონს დებს საცავის შიგთავსზე. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც აუქციონზე იყიდება გადაუხდელობის გამო მიტოვებული ბაგაჟი, რომელიც აისახა პოპულარულ ამერიკულ რეალითი შოუში Storage Wars-შიც კი. მყიდველებს უფლება არ აქვთ აუქციონამდე დაათვალიერონ მისი შიგთავსი, ისინი ბრმად დებენ ფსონს. ოჯახმა სწორედ მაშინ გააკეთა საშინელი აღმოჩენა, როდესაც ჩემოდნები სახლში მიიტანეს. ![]() მანვე დაძინა, რომ ეს ამბავი "ღრმად შემაშფოთებელია" საზოგადოებისთვის. ”ჩვენ ჯერ კიდევ ფაქტების დამდგენიდ პროცესში ვართ და ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს . ![]() „მე მთელი გულით ამ მსხვერპლთა ოჯახის მხარეს ვარ, არიან ახლობლები, რომლებმაც არ იციან, რომ მათი ახლობლები გარდაიცვალნენ, განსაკუთრებით ორი მცირეწლოვანი ბავშვი“. ინსპექტორ ვაელუას თქმით, გამოძიება პოლიციისთვის რთული იყო, დაზარალებულთა მცირე ასაკის გათვალისწინებით. ჩემოდნებთან ერთად ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები და პირადი ნივთებიც იპოვეს. პროცესში ვართ და ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს . 381 4-ს მოსწონს
|