პროფილაქტიკა თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ე. ი. თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის 2022, 19 აგვისტო, 14:43 მარტივი ჭეშმარიტება, რომ ყოველ დღე 1, 5–2, 5 ლ. წყლის მიღება არის საჭირო, ყველამ იცის. ხოლო იმას, რომ წყალი მხოლოდ წყურვილის მოსაკლავად კი არა, შინაგანი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვისაც საჭიროა, ბევრი ივიწყებს.
ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები იმიტომ ჩნდება, რომ ზოგს წყლის დალევა მართლაც ავიწყდება. ისინი ყველაფერს სვამენ: ყავას, ჩაის, კომპოტს, გამაგრილებელ და გაზიან სასმელებს, ლუდს... ყველაფერს, წყლის გარდა. ამის გამო, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ირღვევა, არ იწმინდება ტოქსინებისგან და მისი გაუწყლოება ხდება.
თუ გაინტერესებთ, საკმარისი რაოდენობის წყალს იღებს, თუ არა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ 10 სიმპტომით შეამოწმეთ. თუ რომელიმე აღმოგაჩნდათ, ე. ი. თქვენი ირგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის: №1. სიმშრალე პირის ღრუში. ეს საკმაოდ აშკარა სიმპტომია – იმისგან განსხვავებით, რაც შეიძლება მას მოჰყვეს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, როცა კი, ამ უსიამოვნო შეგრძნებას შეხვდებით, მაშინვე ნებისმიერი სითხის მიღებას იწყებთ. მაგრამ, ტკბილი სასმელები, დიდი პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტაა. წყალი კი, პირის და ყელის ლორწოვანი გარსისთვის საპოხის ფუნქციას ასრულებს და ტენს დიდი ხნის მანძილზე აჩერებს. №2. კანის სიმშრალე. კანი – სხეულის უდიდესი ორგანოა და დატენიანება მასაც ესაჭიროება. მშრალი კანი, ორგანიზმის სრული გაუწყლოების, ერთ-ერთი პირველი ნიშანია, რომელსაც უფრო სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. წყლის ნაკლებობა, ოფლის ნაკლებობას ნიშნავს, რაც თავის მხრივ, ორგანიზმიდან, დღის მანძილზე დაგროვილი ტოქსინების და ზედმეტი ცხიმის გამოყოფის პროცესს აფერხებს. ამის თავიდან ასაცილებლად უმარტივესი გზა – მეტი წყლის დალევაა. №3. მოჭარბებული წყურვილის შეგრძნება. ეს იგივე არ არის, რაც პირის სიმშრალე. ნებისმიერი, ვინც, ერთხელ მაინც ნაბახუსევზე ყოფილა, იცის რა შეგრძნებაა, როდესაც წყალს სვამ და ისევ გინდა... ამის მიზეზი კი ის არის, რომ ალკოჰოლი მთლიანად აუწყლოებს ორგანიზმს და თავის ტვინი სიგნალ – SOS–ს დაჟინებით გადასცემს. იგივე ხდება, ალკოჰოლის გარეშე, გაუწყლოების შემთხვევაშიც. დაუგდეთ ყური საკუთარ სხეულს – ორგანიზმმა იცის, რაც სჭირდება. №4. თვალის სიმშრალე. წყლის არასაკმარისად მოხმარების კიდევ ერთი ნიშანი, მშრალი და შეწითლებული თვალები. ორგანიზმში წყლის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, ცრემლსადენი არხები შრება, რაც მხედველობის ორგანოსთვის ძალიან სახიფათოა. №5. სახსრების ტკივილი. ჩვენი სახსრები და ხრტილოვანი დისკები 80% წყლისგან შედგება. ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ ჩვენო ძვლები, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ერთმანეთს არ ეხახუნებოდეს და რომ სახსრებმა მკვეთრი მოძრაობების (სირბილი, ხტომა ან თუნდაც, დაცემა) გადატანა შეძლოს. №6. კუნთის მასის შემცირება. კუნთებიც, ძირითადად, წყლისგან შედგება. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები წყალია ორგანიზმში, მით უფრო ნაკლებია კუნთოვანი მასა. წყლის დალევა ვარჯიშის დაწყებამდე, მის დროს და შემდეგ, აუცილებელია არა მხოლოდ ჯანმრთელობის კომფორტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, არამედ, ვარჯიშთან დაკავშირებული, ანთების და ტკივილის განვითარების ალბათობის შესამცირებლად. №7. ხანგრძლივი ავადმყოფობა. როგორც აღვნიშნეთ, წყლის საშუალებით, ორგანიზმი ტოქსინებისგან სისტემატურად თავისუფლდება. არასაჭირო პროდუქტების გასაფილტრავად, ორგანიზმი როგორც ერთიანი მექანიზმი ისე მუშაობს, მაგრამ წყლის გარეშე, მექანიზმი გამართულად ვერ იფუნქციონირებს. საბოლოო ჯამში, გაუწყლოებულ ორგანიზმში, ცალკეული ორგანო წყლის შეწოვას სისხლიდან დაიწყებს, რაც ჯანმრთელობის ახალ პრობლემებს გამოიწვევს. №8. დაღლილობის და ძილიანობის შეგრძნება. მას შემდეგ, რაც სხეულისთვის, გაუწყლოების გამო, წყლის წყაროდ, სისხლი იქცევა, მასში ჟანგბადის რაოდენობა შემცირდება. ხოლო, ჟანგბადის ნაკლებობა, თავის მხრივ, დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნებას იწვევს. ამ პრობლემის მოგვარებაში კი, ყავა ვერ დაგეხმარებათ! №9. შიმშილის შეგრძნება. ორგანიზმის გაუწყლოებამ, შეიძლება, შიმშილის შეგრძნებაც გააჩინოს. ეს მთელი დღის მანძილზე ხდება. ხოლო, ღამე, ადამიანს ეღვიძება და მაცივრისადმი დაუძლეველი ლტოლვა აქვს. თუმცა, საკვების მიღება, ორგანიზმს მუშაობას აიძულებს, მაშინ როდესაც, წყალი – მას ასუფთავებს და შინაგან ორგანოებს "საწვავს" აწვდის, ყველა დანარჩენი პროცესისთვის. №10. პრობლემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში. უკვე აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიანება. ეს ასევე, საჭმლის მომნელებელ სისტემასაც ეხება. აუცილებელი ტენის გარეშე, კუჭში ლორწოს რაოდენობა და სიმკვრივე მცირდება, რაც კუჭის მჟავას, შინაგან ორგანოებისთვის ზიანი მიყენების საშუალებას აძლევს. ამრიგად, თუ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხეთ, ალბათ, იმაზე დაფიქრდით, სვამთ, თუ არა, საკმარისი რაოდენობის წყალს?! ამის გაგება კი, რთული არ არის – სხეულის 1 კგ. მასაზე, დღეში –30-40 მლ. წყალი უნდა მიიღოთ – სუფთა წყალი და არა ჩაი, ყავა, მინერალური ან გამაგრილებელი სასმელები! * "რომეო და ჯულიეტა" – 15 საინტერესო ფაქტი საკულტო ფილმის შესახებ* თუ რემონტს აკეთებთ, ეს რჩევები გაითვალისწინეთ* 7 ღირსშესანიშნაობა, რომელიც მოქცევის დროს, წყლით იფარება და ყველაზე სახიფათო გზა მსოფლიოში* რატომ უნდა ვთქვათ პურზე უარი – 5 მიზეზი* ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი* უნივერსალური გამწმენდი საშუალება, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში! (თან ძალიან იაფი)* როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად თაფლის მეშვეობით* 30 საინტერესო ფოტო ჩვენი წარსულიდან1918 4-ს მოსწონს |
როგორც ყოველთვის,სტატია საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესოა