x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124198
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
ყველაზე საინტერესო და უცნაური ფაქტები, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით (ნაწილი 3)

image


აღნიშნულ სტატიაში წარმოდგენილია ყველაზე საინტერესო ფაქტების კრებული, რომელთა შესახებ აქამდე შესაძლოა არაფერი გსმენიათ, თუმცა სტატიის გაცნობისას შესაძლოა თქვენთვის ნაცნობ რამდენიმე ფაქტსაც კი წააწყდეთ, მაგრამ თავადაც მოგეხსენებათ, რომ "გამეორება ცოდნის დედაა". ასე, რომ თქვენ წინაშეა ყველაზე საინტერესო ფაქტების მესამე, ბოლო, დასკვნითი ნაწილი.


image


1. მეორე მსოფლიო ომის დროს ბერლინზე ჩამოგდებულმა პირველმა ბომბმა მხოლოდ ერთი სპილო მოკლა.


image



2. კოღოებს კბილები აქვთ.


image


3. მეცნიერების თქმით, ძროხები გაცილებით მეტ რძეს კლასიკური მუსიკის ფონზე იძლევიან.

image



4. იცოდით, რომ სახლში მტვრის უმეტესს ნაწილს სწორედ კანის მკვდარი უჯრედები წარმოადგენს?


image


5. ტუჩსაცხების უმეტესობა თევზის ქერცლს შეიცავს.


image


6. ცოტამ თუ იცის, რომ ადამიანის ყველა ძვლის 25%-ი სწორედ მის ფეხებშია.


image



7. ამერიკელთა მხოლოდ ნახევარმა იცის, რომ მზე ვარსკვლავია.



image


8. ადამიანის თვალები დაბადებიდან ერთნაირი ზომისაა, თუმცა ყურები და ცხვირი სიცოცხლის ბოლომდე იზრდება.


image


9. დინამიტი არაქისის ექსტრაქტს შეიცავს.


image


10. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პინგვინებს 2 მეტრის სიმაღლეზე ხტომაც კი შეუძლიათ.


image


11. მეცნიერებმა საინტერესო ფაქტის დამტკიცება შეძლეს. აღმოჩნდა, რომ კოღოებს ის ადამიანები იზიდავთ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ბანანი მიირთვეს.


image


12. ზიგმუნდ ფროიდს გვიმრების პანიკურად ეშინოდა.


image


13. მე-20 სართულიდან გადმოვარდნილ კატას უფრო მეტი შანსი აქვს გადარჩენის, ვიდრე მე-10-დან გადმოვარდნის შემთხვევაში.


image



14. საშუალოდ ადამიანს ჩასაძინებლად 7 წუთი სჭირდება.


image


15. ელექტრო სკამის ავტორი უბრალო სტომატოლოგი გახლდათ. არის მათში მაინც რაღაც სადისტური, არა?


image


16. გველებს აქვთ ისეთი უცნაური პათოლოგია, როდესაც ისინი ორთავიანად იბადებიან, მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ მუტანტი - გველის ორივე თავი იქცევა არა როგორც ერთი ცხოველი, არამედ როგორც ორი: ისინი ერთმანეთს საკვებისთვის ებრძვიან, და ერთიმეორეს საკბილოს ართმევენ.


image



17. საბერძნეთის ჰიმნი 158 ლექსისგან შედგება, თუმცა ძნელია იპოვოთ ისეთი ადამიანი, ვისაც ყველა სტროფი ზეპირად ეცოდინება.


image


18. პინგვინი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც შეუძლია ცურვა, ფრენა კი - არა.


image


19. მამაკაცის გული უფრო ნელა ცემს, ვიდრე ქალის.


image


20. ვეფხვებს არა მარტო ბეწვი, არამედ კანიც ზოლიანი აქვთ.


image


21. ორი მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ ერთი ახერხებს 116 წლამდე ცხოვრებას.


image


22. ყველა ქარის წისქვილი საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავს, მხოლოდ ირლანდიაში ხდება პირიქით.


image



23. ჩვილის სხეულში დაახლოებით 300 ძვალია, თუმცა ზრდის პროცესში მხოლოდ 206 რჩება.


image


24. ერთხელ ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელმა რადართან გავლისას შენიშნა, რომ ჯიბეში მოთავსებული მისი შოკოლადი სულ გამდნარიყო. ამ ერთი შეხედვით, აბსურდული შემთხვევის წყალობით მიკროტალღური ღუმელი შეიქმნა.



image


25. ადამიანის გული დღეში დაახლოებით 100000 - ჯერ იკუმშება.


image


26. კუები შეჯვარებისას უჩვეულო ხმებს გამოსცემენ. აღმოჩნდა, რომ ხმები რომლებსაც ცხოველები გამოსცემენ, შეიძლება სასარგებლო ადამიანებისთვისაც კი იყოს, ასე მაგალითად, როდესაც ფილმის "იურიული პერიოდის პარკის" შემქმნელებს ველოცირაპტორის მიერ გამოცემული ბგერების შექმნა დასჭირდათ, მათ კუების შეჯვარების დროს გამოცემული ხმების ჩანაწერი გამოიყენეს.


0
2243
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
2243