x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნუ მომახტებით ამ არგუმენტით, გვკიდია " - რას წერს "ტაბულას" დამფუძნებელი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას 5 ფუნქტიან გეგმად აერთიანებს და წერს:



"მე ვამბობ, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი ძირგამომპალია, უნდა ჩაირეცხოს და ევროპული საქართველოს ღირებულებებზე ახალი აშენდეს.


ევროპული საქართველოს ღირებულებებზე და ხედვაზე იმიტომ, რომ მხოლოდ ამ პარტიის ხედვა მიმაჩნია ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანის უალტერნატივო გზად (თქვენც დაგარწმუნებთ როდესაც ყველა კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტულ ხედვას დავდებთ - ვმუშაობთ ამაზე).


ეს გზაა ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს. სხვა ყველა გზა ჯოჯოხეთში მიდის.

ჩარეცხვას საჭიროდ იმიტომ ვთვლი, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი გადაგვარებულია. ისედაც არ გამოირჩეოდნენ მყარი ღირებულებებით და ბიძინამ ბოლომდე გადააგვარა როცა უწესობა წესად დანერგა და ოპონენტები აიყოლია - ორუელი გამომადგაო ტყუილად არ უთქვამს, იქ ღორები და ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან.


გადაგვარებული რომ არ იყოს, და ჩემი ნება იყოს ოპოზიციის მოქმედებების კოორდინაცია, ასე დავალაგებდი:



1. ყველა ძირითადი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია წყვეტს ქართულ ოცნებასთან, როგორც პუტინსტურ მტრულ ძალასთან თანამშრომლობას და ტოვებს პარლამენტს (მაშინ თქვენ საკრებულოები დატოვეთ ხალხი ნუ მომახტებით ამ ვითომ რკინის არგუმენტით, გვკიდია - დავტოვებთ).


2. ყველა პარტია ამოცანად ისახავს, რომ ოქტომბრისთვის თავისი ამომრჩევლის 10 პროცენტი გააქტიუროს და ქუჩაში ბრძოლისთვის განაწყოს (ოპოზიციას მილიონი ამომრჩეველი ყავს, ამის 10 პროცენტი - 100 ათასი კაცია).



3. ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან სისტემაზე, სადაც ერთმანეთის დაბალანსებას შეძლებენ და როგორც აქამდე შვებოდნენ, დიდ პარტიას არ დაუწვებიან - ტვინი რომ გააჩნდეთ, ახლა მაინც დარწმუნდებოდნენ სააკაშვილის შესაძლებლობებში, მიხვდებოდნენ რომ ნულია და მის ჩრდილში ყურადღების სიხარბე აღარ დაძლევდათ.


4. ოქტომბრიდან დეკემბრამდე ვდგავართ ქუჩაში 100 ათასი კაცით (ჩვენ უკვე შეგვიძლია პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩვენი ამორმჩევლის არა მხოლოდ 10 არამედ 20 პროცენტიც აქტიური იქნება) და ვაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, რომელსაც ატარებს დროებითი ადმინისტრაცია.



5. ყველა გავდივართ არჩევნებში და მომავალ მთავრობაში გვაქვს ის წონა, რასაც ამომრჩეველი გვანიჭებს. მე ეს მიმაჩნია გეგმად, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი რომ გადაგვარებული არ იყოს და მათ ერთ სიტყვას მაინც ვენდობოდე -ერთს! ორს კი არა. მაგრამ სამწუხაროდ საქმე აქამდე მოვიდა."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.






0
116
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
116