საქართველო "ამ სიტყვების მთქმელს არ გააჩნია თავმოყვარეობა" - ვისზე საუბრობს თამარა ჩერგოლეიშვილი? 2022, 16 აგვისტო, 20:53 თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას ამ სიტყვებით: "ეს არის ცარიელი სიტყვები და ამ სიტყვების მთქმელს არ გააჩნია თავმოყვარეობა. 1. ამისი პოლიტპატიმარი ლიდერი ამტკიცებს რომ თუ მას გაათავისუფლებენ, პუტინისტურ რეჟიმთან პრეტენზია აღარ ექნება! 2. ამისი პარტია პარლამენტში ზის და ლეგიტიმაციას უკეთებს რეჟიმს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, დასავლეთს გვაშორებს და რუსეთის პირისპირ გვტოვებს. 3. ამისი პარტიის წევრები კვლავინდებურად ქოცებთან კომისიების შექმნას და 12 პუნქტის შესრულებას იხვეწებიან - ნაცვლად პუტინისტური რეჟიმის იზოლირებისა. ანუ ბოლია რაც ამას პირიდან გამოსდის და არ დაუჯეროთ." რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას იგი სვამს აქცენტს EU-ს ანგარიშზე და მისი თქმით, საქართველო ვერასოდეს მოხვდება ევროკავშირში ბიძინა ივანიშვლის გამო. გთავაზობთ ნიკა მელიას სრულ განცხადებას EU-ს ანგარიშზე: "ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე". "რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე - ბიძინა ან ევროპა! ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით"- თქვა ნიკა მელიამ. 162 შეფასება არ არის
|