x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი

კოჰაბიტაცია ფრანგული სიტყვაა (cohabitation) და ქართულად «თანაცხოვრებას» ნიშნავს. ჩვენ ამ პოლიტიკური ტერმინის შესახებ, რამდენიმე წლის წინ გავიგეთ... მაგრამ, ვიდრე ის საერთოდ გაჩნდებოდა, ბევრად უფრო ადრე, პოლიტიკური «თანაცხოვრების» ფაქტს, კაცობრიობის ისტორიაში, ადგილი უკვე ჰქონდა.


image


ძვ. წ. აღრ. 60 წ. რომის რესპუბლიკას სათავეში ტრიუმვირატი ჩაუდგა და მას 3 წარმატებული პოლიტიკოსი და სამხედრო პირი – იულიუს კეისარი, მარკუს კრასუსი და გნეუს პომპეუს მაგნუსი მართავდა. მაგრამ, პართიის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, ძვ. წ. აღრ. 53 წ. კრასუსი დაიღუპა და ტრიუმვირატი დაიშალა.

ამის შემდეგ, იმპერიაში მხოლოდ ორი ადამიანი იყო, ვისაც ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობაზე შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა. ეს იყო კეისარი, რომელიც იმ დროს, გალიაში იმყოფებოდა და რომში დარჩენილი პომპეუსი. ეს უკანასკნელი, კარგ დროს, კარგ ადგილზე აღმოჩნდა და ყველა სენატორს შეურიგდა და დაუახლოვდა, ვისთანაც ოდესმე უთანხმოება ჰქონია... სენატი კი, ამის შემდეგ სწორედ მას თვლიდა დიქტატორის თანამდებობისთვის შესაფერის ფიგურად. ძვ. წ. აღრ. 52 წ. პომპეუსი რამდენიმე თვე კონსულიც კი იყო, რაც მას განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებდა. თუმცა, ამავდროულად, ის სენატის წინაშეც იყო ანგარიშვალდებული. სენატმა, პომპეუსთან შეთანხმებით, კეისარს მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მას გალიის მმართველის თანამდებობა დაეტოვებინა, ლეგიონი დაეშალა და რომში, კერძო პირის სტატუსით დაბრუნებულიყო.

დაპირისპირებამ ორ გენერალს შორის, მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო მოიცვა და რეგიონი სამოქალაქო ომში (ძვ. წ. აღრ. 49—45 წწ.) ჩაითრია. კეისარსა და პომპეუსს შორის გადამწყვეტი ბრძოლა, ფარსალოსთან, თესალიაში (საბერძნეთი), ძვ. წ. აღრ. 48 წ. ზაფხულში გაიმართა. კეისარმა თავისი ლეგიონით მდ. რუბიკონი გადალახა და ქალაქი აიღო. ხოლო, პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა კეისარის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის და ყველაფერი ძვ. წ. აღრ. 45 წ. ესპანეთში, მუნდასთან ბრძოლის შემდეგ დასრულდა.


image


სენატმა კეისარ დიქტატორის სტატუსი მიანიჭა და ის რომის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მაგრამ, რესპუბლიკელმა სენატორებმა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს, პომპეუსის მხარეს იყვნენ, ხოლო ომის შემდეგ, კეისარმა შეიწყალა და ქვეყნის მართვა მათთან ერთად გააგრძელა, მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყეს (შეთქმულებაში, 900 კაციანი სენატიდან, 60 ადამიანი მონაწილეობდა). იმის გამო, რომ ცალ–ცალკე არავის უნდოდა, მკვლელი გამხდარიყო, მათ მოილაპარაკეს და ყოველი მათგანი, თუნდაც, ერთ დარტყმას მიაყენებდა კეისარს... ძვ. წ. აღრ. 44 წლის 15 მარტს, კეისარი პირდაპირ პომპეუსის ბიუსტთან მოკლეს.

ითვლება, რომ შეთქმულების სულისჩამდგმელი და მთავარი ორგანიზატორი 2 ადამიანი (ორივე რესპუბლიკური პარტიიდან) – მარკუს ბრუტუსი და გაიუს ლონგინუსი იყო. ანტიკური წყაროების მიხედვით, კეისარი თავდამსხმელებს დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ როდესაც გაშიშვლებული ხანჯლით ბრუტუსი დაინახა, – «შენც, შვილო ჩემო?» (Καὶ σὺ, τέκνον), ბერძნულად წარმოთქვა, თავზე ტოგა გადაიფარა და გაირინდა... ის 23 დარტყმის შემდეგ გარდაიცვალა.

ბრუტუსი, სამოქალაქო ომის დროს, პომპეუსის მხარეს იბრძოდა, ხოლო ამ უკანასკნელის დამარცხების შემდეგ, კეისრის მხარეს გადავიდა. პერსპექტიული ახალგაზრდა, ჯერ გალიის მმართველი გახდა, ხოლო შემდეგ, რომის პრეტორი იყო. როგორც ამბობდნენ, კეისარს მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის ბრუტუსის მამა იყო.

კეისრის მკვლელობის შემდეგ, მის მომხრეებს (კესარიანელებს) და რესპუბლიკელებს შორის, იმპერიის ზოგიერთ პროვინციაში, დაპირისპირება დაიწყო. ხოლო, იმავე წლის შემოდგომაზე, II ტრიუმვირატი შეიქმნა და სამოქალაქო ომი, უკვე ტრიუმვირატს და რესპუბლიკელებს შორის გაჩაღდა, რომელიც 2 წელს გაგრძელდა და ტრიუმვირატის გამარჯვებით დასრულდა. ხოლო, ბრუტუსმა დამარცხების შემდეგ, თავი მოიკლა.


image


არხის სხვა სიახლეები:


* 30 საინტერესო ფოტო ჩვენი წარსულიდან

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ყველასთვის ცნობილი ადამიანების შესახებ

* საქართველო და მსოფლიო – ჩვენთან როგორი წყობაა?

* რომც მოინდომონ, მაინც ვერ ააშენებენ – 13 უძველესი არქიტექტურული ძეგლი

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით

* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება



2
390
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
390
  
2022, 17 აგვისტო, 12:23
მახსოვს,სკოლაში ამ თემას რო გავდიოდი კეისარს ვქომაგობდი,რადგან მანამდე პომპეუსის საქართველოში ლაშქორბის შესახებ ვიცოდი :) ბავშობა და სკოლას რა ვუთხარი,თორე იმპერიის ინტერესებს ემსახურებოდა ერთიც და მეორეც,ორივე ქართული სახელმწიოფს მტრები იყვნენ. ეხლა აღარ მიჭირს მსგავს საკითხში,ამერიკას არ ვქომაგობ რუსეთთან ბრძოლაში,რაგდან ორივე მხარე საქართველოს მტრები არიან.
2022, 17 აგვისტო, 12:18
იმდენად შეავიწროვა ოქტავიანე ანტონიუსის დუეტმა ბრუტუსიანელები რო თავის მოკვლის გარდა სხვა გზა არ დარჩა. თავის მხრივ,ოქტავიანეს არასოდეს მოსწონდა ანტონიუსი და პირიქით,მაგრამ საერთო საქმისთვის გაერთიანდნენ. ოქტავიანე გამჭრიახი პოლიტიკური ფიგურა იყო,ვინც თავით მართავდა იმპერიას,ხოლო ანტონიუსი ჩვეულებრივი მეომარი,ვინც დალევასა და ქალებში გავლაში ატარებდა უდიდეს დროს,მაგრამ სახელოვანი მებრძოლი იყო. სხვათაშორის,პომპეუსიანელებმა ანტონიუსს შესთავაზეს,რომ ოქტავიანეს წინაღმდეგ ებრძოლა,მაგრამ უარი უთხრა,რადგან იულიუსის გაზრდილი იყო და მან შექმნა ის ადამიანი,ვინც ქალაქ რომის მართველი იყო. ყველაფერი კი,ოქტავიანე(შემდგომში ავგუსტისის) გამარჯვებით დასრულდა და ის გახდა ერთპიროვნული მართველი. რაც შეეხება პომპეუსს და კეისარს,უდიდესი ეგოს მატარებელი იყო ორივე და ვერ აიტანდნენ კონკურენტს. როგორც ცნობილია,კეისარს ერჩივნა სოფელში ყოფილიყო პირველი,ვიდრე რომში მეორე. რაც არ უნდა იყოს,მსოფლიო ისტორიის ორ უდიდეს მთავარსარდალზე გვაქვს საუბარი და ორივე დიდი პიროვნება იყო. ორივეს მართვეობის სტილით,გამჭრიახობით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით ჯობდა ოქტავიანე,ვინც გაგნებაში არ იყო ომის,მაგრამ ომებში გამოწრთობილი ლიდრები დაამარცხა. ამიტომაც არის რომის ისტორიაში ყველაზე მაგარი მართველი პირადად ჩემთვის. როგორი სტრატეგი უნდა იყოს ადამიანი,რომ ომი მოუგოს მისი დროების ყველაზე მაგარ მეთაურს. ჩემი აზრით,ეს ერთი რამით არის შესაძლებელი,ის კარგად იცნობდა ანტონიუსს და ბრუტუსაც,მათი სუსტი მხარეები იცოდა და სწორედ იქ დაარტყა.
0 1 2