სხვა რატომ გიჟდებიან გენიოსები უფრო ხშირად - პასუხი გაგაოცებთ 2022, 16 აგვისტო, 11:29 "სიურეალიზმის" ერთ-ერთმა ბრწყინვალე წარმომადგენელმა და ექსცენტრულმა მხატვარმა სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ თქვა: "ერთადერთი, რაც გიჟისგან განმასხვავებს არის ის, რომ მე გიჟი არ ვარ", ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, ისეთი გენიალური ადამიანები, როგორებიც იყვნენ მაგალითად, სალვადორ დალი, ედგარ ალან პო, ალბერტ აინშტაინი რატომ ითვლებოდნენ "ცოტა" უცნაურად. შეიძლება, რომ გენიოსები უფრო მეტად იტანჯებოდნენ ფსიქიკური აშლილობით ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები? ან ნუთუ რიგით მოკვდავსაც ხელეწიფება დალის მსგავსი საოცარი ნამუშევრების შექმნა ან საუკუნის წინ, აინშტაინის მიერ აღმოჩენილი ბრწყინვალე თეორიის აღმოჩენა?დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე თეორიას იმის შესახებ, თუ რატომ არიან ნიჭიერი ადამიანები სიგიჟისკენ მიდრეკილნი.ჩეზარე ლომბროზოს თეორიაცნობილმა იტალიელმა ექიმ - ფსიქიატრმა, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის კრიმინოლოგიაშიც, დაწერა წიგნი სახელწოდებით "გენიალურობა და სიგიჟე". თავის ამ ნაშრომში ის აანალიზებს ნევროზის მქონე დიდებული ადამიანების ქცევებს. მისი თეორიის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საოცარი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოვებულნი.მაღალი IQ
|