საქართველოს პრეზიდენტმა პენიტენციურ სისტემასთან მიმართებაში ხელისუფლების სისუსტე აღიარა.
განცხადება სააკაშვილმა ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, გოგა ხაინდრავა, რომელიც პატიმრების წამების შემკვეთი პირების ერთ-ერთი იდეოლოგია, ჯერ კიდევ მაისში ამბობდა, რომ ის ხელისუფლებას "ცოცხებს მოუწყობდა".
სააკაშვილი ამბობს, რომ ხაინდრავამ ამ კადრების შესახებ ჯერ კიდევ მაისში იცოდა, რაც არის კიდეც ხელისუფლების შეცდომა.
„საინტერესოა, საიდან იცოდა ხაინდრავამ ეს, საიდან ჩნდება ცოცხების ასოცოაცია რამდენიმე თვით ადრე?! საზოგადოებამ არ უნდა დასვას ეს კითხვა? ჩვენი სისუსტეა, რომ ჩვენ არ ვიცოდით, ხაინდრავა რომ გაიგებს და ხაინდრავასთანა სუბიექტი რომ დაიწყებს ფათურს სახელმწიფოში, სწორედ ესაა პრობლემა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არაფერი იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, ის ვერ მოიხსნის პასუხსიმგებლობას.