x
image
JANO
დღეს აქცია 17:00 საათზე იქნება

imageსტუდენტებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან დღეს 17:00 საათზე განახლდება. მომიტინგეები საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებს აპროტესტებენ და მათ ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაა. ასევე, ისინი მოითხოვენ, ჩატარდეს საქმის ობიექტური გამოძიება და მკაცრად გასამართლდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც პატიმართა წამებაში მიიღო მონაწილეობა.
მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, საპროტესტო აქციები ფილარმონიასთან 18 სექტემბრიდან პერმანენტულად იმართება. მომიტინგეების პოზიცია გაიზიარეს და აქციას შეუერთდნენ წყალბურთელები, მოცეკვავეები, მორაგბეები, მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. გუშინ საღამოს ფილარმონიასთან იმყოფებოდნენ მსახიობები რუსკა მაყაშვილი და მიშა მესხი, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი.
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციებზე მომიტინგეთა პროტესტი გაიზიარეს სასულიერო პირებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:JANO
JANO
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0