x
image
JANO
გოდერძი კიკნაძე ახსნა-განმარტებას აკეთებს

imageმსჯავრდებულმა გოდერძი კიკნაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრის სურვილი გამოთქვა და თავისი ხელით დაწერილი ახსნა-განმარტება გადასცა, სადაც რუსთავში მეექვსე საპყრობილეში მასზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე წერს.
მსჯავრდებულის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანი იყო, 2001 წელს ყოფილ N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ თ.დ.-ს მკვლელობის გარემოებებზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის განსაჯაროებისაგან თავის შეკავება.
გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისათვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ჩვენებას მისცემს ზემოაღნიშნულ საქმეზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიკნაძის ახსნა-განმარტებას ხვალ საქართველოს მთავარ პროკურატურას შესაბამისი რეაგირებისთვის გადასცემს.

„მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მოყვითალო-მოშავო ფერის სისხლნაჟღენთები და შეშუპებები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა და მარჯვენა ყვრიმალის და საფეთქლის არეში, ასევე, შუბლზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი. ყელის არეში, მარცხენა მხარეს, მსჯავრდებულს აღენიშნება მცირე ზომის ჰიპერემიული უბანი, ორივე ქვედა კიდურზე - რამდენიმე ნაჭდევი, დაფარული ფუფხით. 21 სექტემბერს, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში გაკეთებული ნევროპათოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა“, - ომბუდსმენის განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს უზრუნველყოს სათანადო ზომების მიღება.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:JANO
JANO
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0