სხვა მეცნიერებმა გაარკვიეს, რამ გამოიწვია დედამიწაზე კონტინენტების გაჩენა 2022, 14 აგვისტო, 13:02 ახალმა კვლევამ წარმოადგინა ძლიერი მტკიცებულება დიდი ხნის არსებულ თეორიაზე. ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება დიდი ხნის თეორიის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ დედამიწაზე კონტინენტები შეიქმნა გიგანტური მეტეორიტების ზემოქმედების შედეგად. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ზემოქმედება განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო დედამიწის ისტორიის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში, დაახლოებით 4, 5 მილიარდი წელი, ავრცელებს Phys-ი. ჰიპოთეზა, რომ დედამიწაზე კონტინენტები წარმოიქმნება გიგანტური მეტეორიტების დაცემის ადგილებში, არსებობს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. თუმცა, ახალ კვლევამდე ამ თეორიის მკაფიო მტკიცებულება არ არსებობდა. ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის მკვლევარის ტიმ ჯონსონის თქმით, ახალმა კვლევამ აღმოაჩინა ეს მტკიცებულება. მეცნიერებმა შეისწავლეს მინერალური ცირკონის კრისტალები დასავლეთ ავსტრალიის ქანებში, რომლებიც უძველესი დედამიწის ქერქის ყველაზე კარგად შემონახული ნაშთებია. სწორედ აქ გაირკვა, რომ უზარმაზარი მეტეორიტების ზემოქმედებამ ჩვენს პლანეტაზე კონტინენტების გამოჩენა გამოიწვია. "ჩვენი სამუშაო ფოკუსირებული იყო ჟანგბადის იზოტოპების შესწავლაზე ცირკონის კრისტალებში. ჩვენ აღმოვაჩინეთ დაღმავალი პროცესის კვალი, რომელიც იწყება ქანების დნობით დედამიწის ზედაპირთან ახლოს და მიდის პლანეტის შიგნით. ეს გეოლოგიური პროცესი შეესაბამება გიგანტური მეტეორიტების ზემოქმედების ეფექტს.“ - ამბობს ჯონსონი. მეცნიერთა აზრით, ახლა მათ აქვთ პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ გეოლოგიური პროცესები, რომლებიც დედამიწაზე კონტინენტების წარმოქმნას მოჰყვა, პირდაპირ კავშირშია მეტეორიტის დაცემის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან. ეს კოსმოსური ქვები მოგვაგონებს ასტეროიდის დარტყმას, რომელმაც გაანადგურა დინოზავრები 66 მილიონი წლის წინ, მაგრამ ეს მოხდა დედამიწის ისტორიის პირველ მილიარდ წელიწადში. „ჩვენ გვსურს გამოვცადოთ ჩვენი აღმოჩენები პლანეტის სხვა რეგიონების ქანებში, მაგრამ ჩვენი მოდელირებული სიმულაციების მიხედვით, ყველა გეოლოგიური პროცესი, რამაც გამოიწვია კონტინენტების ფორმირება, პლანეტაზე ერთნაირად მოხდა.“ - ამბობს ჯონსონი. მეცნიერთა აზრით, პლანეტაზე კონტინენტების ევოლუცია გრძელდება და მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ ხდება ეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ჩამოყალიბდა თავად კონტინენტები. „დედამიწის ბიომასის უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია კონტინენტებზე, აქ ადამიანები ცხოვრობენ და აქ არის თითქმის ყველა ძირითადი მინერალური საბადო. მათ შორისაა ლითიუმის, კალის, ნიკელის საბადოები, რომლებიც აუცილებელია „მწვანე“ ტექნოლოგიების შესაქმნელად. საბადოები არის გეოლოგიური პროცესის საბოლოო შედეგი, რომელსაც ეწოდება დედამიწის ქერქის დიფერენციაცია. ეს პროცესი დაიწყო კონტინენტების ჩამოყალიბებით.“ - ამბობს ჯონსონი. 315 შეფასება არ არის
|