ტენდენციები "ბებიის ნიფხავი აცვია"-სკარლეტ იოჰანსონს დასცინეს 2022, 12 აგვისტო, 16:03 ინტერნეტ მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ მსახიობი საგრძნობლად გასუქდა. ამერიკელი მსახიობი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი ხშირად არ ანებივრებს საზოგადოებას შიშველი შინაარსით ფოტო-ვიდეო მასალით. ამჯერად პაპარაცებმა ის იახტაზე დასვნების დროს გამოიჭირეს. მსახიობი მეუღლის, კომიკოსისა და სცენარისტის კოლინ ჯოსტის გარემოცვაში ერთობოდა. იოჰანსონს ეცვა წითელი პლაჟის სპლიტ კომპლექტი, თავზე თეთრი კეპიანი ქუდი ეხურა და მზის სათვალე ეკეთა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ 37 წლის ლამაზმანის სხეული ძნელია რაიმე ატრიბუტმა გააფუჭოს, მაგრამ ინტენრეტმომხმარებლები დაუნდობლები არიან და როგორც ქება შეუძლიათ ისე დაცინვა და დამცირება, მისმა წითელმა მაღალწელიანმა საცურაო კოსტუმმა მომხმარებლები დააფიქრა, მათი აზრის ის სკარლეტმა ბებიის გარდერობიდან ინათხოვრა. მისი გვერდის გამომწერები ვარაუდობდნენ, რომ მსახიობი იმდენად გასუქდა, რომ უცნაური სტილის საცურაო კოსტუმის დახმარებით ცდილობს მუცლის დამალვას. „ბებიას ნიფხავი. ძალიან მოიმატა წონაში, თუ ამ გზით მუცლის დამალვა უნდა?“, „რა დაემართა მას?“ კითხულობენ თაყვამისმცემლები. თუმცა კომენტარებში შეიძლება შეგხვდეს საკმაოდ ლოიალური მოსაზრებები, რომ იოჰანსონს აქვს ლამაზი და ბუნებრივი სხეული. "სკარლეტი ძალიან ლამაზად და ბუნებრივად გამოიყურება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვის წინ მას ბიჭი შეეძინა", - წერენ მომხმარებლები. ამერიკელმა მსახიობმა, მოდელმა და მომღერალმა სკარლეტ იოჰანსენონმა პირველად პოპულარობა 1998 წლის ფილმით „ცხენებთან მოჩურჩულე“ მოიპოვა და ამას მოყოლებული კრიტიკოსების ქება დაიმსახურა როლებისთვის ფილმებში „აჩრდილთა სამყარო“, „თარგმანში დაკარგული“, „გოგონა მარგალიტის საყურით“ და „შავი გეორგინი“. მსახიობი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსის ჯილდოზე, მათ შორის ორჯერ 2003 წელს. სკარლეტ იოჰანსონ დღეისთვის ნათამაშები აქვს 20-ზე მეტ ფილმში და რამდენიმე სერიალში, ამის გარდა ჩაწერილი აქვს სამი ალბომი. 420 3-ს მოსწონს
|