x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რუსი მოდის"-სიმართლე თუ გარკვეული პოლიტიკური ძალების და მათი სატელიტი მედიასაშუალებების აგორებული ფეიკი?
image

სამწუხაროდ ჯერჯერობით ტურიზმი რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა და ეროვნული ვალუტის სიმყარის გარანტია, დიდი ხანია ცნობილია, თუმცა წლევანდელი სეზონი სრულიად განსხვავდება წინა წლებთან შედარებით, უკრაინაში წამოწყებული ომის კვალდაკვალ გარკვეული მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წელს რუსების შემოსევაა, ანუ რეკორდულად აუარებელი რაოდენობა შემოვიდა საქართველოში და მეტიც, აქ თურმე ბინებს ყიდულობენ.


ამას ემატება, ისიც, რომ გარკვეული პიროვნებები(ძირითადად ერთ-ერთ ოპოზიცურ პარტიასთან ასოცირებული) ავრცელებენ ვიდეორგოლებს, რითაც მოსახლეობაში ქსენოფობიურ განწყობას ქმნიან, მაგალითად ინციდენტი მარჯანიშვილის მეტროსთან, რომელიც გარკვეულმა ძალებმა რუსებად გაასაღეს, თუმცა ქართველები აღმოჩდნენ;ან “უნიფხვო” ქალი სავაჭრო ცენტრ “გუდვილში”, რომელსაც ასევე რუსის იარლიყი მიაწებეს, თუმცა ის ქალი ასევე “წარმატებით” შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი სხვა:უკრაინელი, ბალტისპირელი, გერმანელი, პოლონელი ან სხვა.

image


ან აშკარად მიშისტი ბლოგერის თიკი გელაშვილის გავრცელებული არაინფორმატიული ვიდეო, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს, ბრალდება, თითქოსდა რუსები “ქართულად სიმღერას” უკრძალავდნენ ქუჩის მომღერალს, საკმაოდ აბსურდულად და ცოტა ანეკდოტურად ჟღერს.ვიდეოში სუსტად ისმის ქალის სიტყვები:” на набережне польна людей”(სანაპირო სავსეა ხალხით), სავარაუდოა, რომ ტურისტი ქალი გარკვეული, იქნებ საკმაოდ საპატიო მიზეზითაც, რაც ჩვენთვის უცნობია, ითხოვდა ლოკაციის შეცვლას(თუმცა ამაში შევთანხმდეთ, რომ ესეც შესაძლოა სითავხედეა)და არა ქართულად ნუ მღერიხარო!


ახლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე., მართლა "რუსების შემოსევაა?"მივმართოთ ციფრებს, ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ივლისის თვეში განხორციელებული 598 ათასი ვიზიტიდან, 157 ათასი რუსეთის მოქალაქე პირველ ადგილზეა. ასიათასიან ზღვარს მხოლოდ სომხეთი (104 ათასი) და თურქეთი (96 ათასი) უახლოვდება.


მთლიანად 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა წელს სამჯერ ნაკლებია!!! - 403 ათასი. ამის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა.მართალია ტურიტული სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჰა, ჰა სეზონის ბოლომდე კიდევ 150/200 ათასი ტურისტი დაემატოს და გახდეს მაქსიმუმი 600 ათასი, არა და 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს სტუმრობდა 1, 471 ათასი რუსი ვიზიტორი, რითაც მეორე ადგილზე იდგა აზებაიჯანის შემდეგ(1, 526 ათასი), მაშ რომელ შემოსევაზე ლაპარაკი?როცა პანდემიამდე, ანუ 2019 წელს საქართველოში თურმე 2, 5-ჯერ მეტი რუსი ტურისტი იყო შემოსული?


ვიღაცეებს ისიც ჰგონიათ, რუსი ტურისტები მარტო "ქართულ სამოთხეს" ეტანებიან;თუ შენგენის ზონის ქვეყნებს არ ჩავთვლით, წელს რუსეთიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში (1, 94 მილიონი), თურქეთში (1, 4 მილიონი), ყაზახეთში (773 ათასი), გაერთიანებულ საემიროებში (466 ათასი) და ეგვიპტეში (429 ათასი). საქართველოს მხოლოდ მე-10 ადილი უკავია.


რაც შეეხება რუსების მიერ მასობრივად ბინების ყიდვას, ყველაზე კარგად ალბათ მოეხსენება ამის შესახებ კომპანია "არქის" გენერალურს დირექტორს, შიო ხეცურიანს:

"ზოგადი გაყიდვები ჯერ არ შემცირებულა, გაზრდილი ფასი ჯერ არ გვაქვს და მოთხოვნა აქტიურია. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მიერ მოთხოვნას, არ ვიცით ჩვენს კომპანიაში არ ხდება თუ სხვაგანაც ასეა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთან რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბინის შესყიდვები არ ფიქსირდება.

ზოგადად ეთნიკურად ძალიან ბევრი ქართველია, ვინც ყიდულობდა ჩვენს პროექტებში ბინებს, დღეისათვის როგორც ჩანს გადარიცხვების პრობლემების გამო არ არის მოთხოვნა. რაც ჩვენ მოვიკითხეთ უფრო ქირაობაზეა დატვირთვა და არა ყიდვაზე.“ -განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში ხეცურიანმა.

0
125
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0