x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პატრონთან ერთად წინა ხაზზე – კატები ომში (25 ფოტო)

უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ჩვენი საყვარელი ფუმფულა ცხოველები საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. მღრღნელებზე ნადირობის გარდა, კატებს ომში ცოცხალ ფარებად, შენელებული მექანიზმის ნაღმებად, დაბომბვის წინასწარმეტყველებად, ჰაერის ექსპერტებად და გამყოლებადაც კი იყენებდნენ და ხშირ შემთხვევაში, ომში «მონაწილე» ცხოველები, ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ.

კატების ომში მონაწილეობის პირველი შემთხვევა, 2, 5 ათასი წლის წინ არის დაფიქსირებული, სპარსულ-ეგვიპტური დაპირისპირების დროს. ძველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ კატებს და მათ წმინდა ცხოველებად მიიჩნევდნენ. კატისთვის რამე ზიანის მიყენება, უმკაცრესად ისჯებოდა, ხოლო ადამიანს, რომელიც წმინდა ცხოველს მოკლავდა – სიკვდილით სჯიდნენ. გაიგეს რა, ეს ინფორმაცია ეგვიპტელების შესახებ, ეშმაკმა საპარსებმა მისი გამოყენება თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. საპარსმა ჯარისკაცებმა კატები ცოცხალ ფარებად წინ აიფარეს. ცრუმორწმუნე ეგვიპტელებს არ შეეძლოთ მოწინააღმდეგესთან შებრძოლება, რადგან ეშინოდათ, შემთხვევით, კატისთვის არ მიეყენებინათ ზიანი. ამიტომ, ეგვიპტელები ბრძოლაში დამარცხდნენ. სპარსელებმა ძვ. წ. აღრ. 525 წელს ეგვიპტე მთლიანად დაიპყრეს და მათი ბატონობა ქვეყანაში საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს XVI საუკუნის ჩანაწერი, რომელშიც კატების იარაღად გამოყენების კიდევ ერთი შემთხვევა იყო აღწერილი. ინსტრუქციის მიხედვით, მეომრებს მტრის ტერიტორიიდან რამდენიმე კატა უნდა მოეპარათ და ისინი «ბომბებად» ექციათ. კატას შენელებული წვის პატრუქს ამაგრებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. რა თქმა უნდა, შეშინებული ცხოველი სახლში გარბოდა. ამგვარი დივერსიების შედეგად, ნადგურდებოდა ქალაქები და სოფლები. მსგავსი შემთხვევები, უფრო ადრეულ სკანდინავიურ ტექსტებში, ჩინგიზ-ყაენის ისტორიაში და პირველ ინდურ ხელნაწერებშიც არის აღწერილი. საბრალო ცხოველები, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ადამიანების ამბიციებს ეწირებოდნენ. ისინი, კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ, თითქმის, ყველა ომში მონაწილეობდნენ.


"Commandant Domine"–ის ბორტზე, დიდი ბრიტანეთი, 1941 წ.image


გერმანელი ოფიცერი, კნუტთან ერთად, იუგოსლავია, 1943 წ.image


კურსკი, 1943 წ.image


ინდოჩინეთი, 1956 წ.image


მე-2 კლასის ჯარისკაცი რობერტ გებჰარდტი, ბანაკში თავის კატასთან ერთად ჩავიდა, კვიპროსი, 1956 წ.image



ტრალერზე, 1939 წ.image


თილისმები საბრძოლო გემზე, პორტსმუთი, დიდი ბრიტანეთი, 1940 წ.image


კნუტი რეინჯერის ჩექმაში იმალება, კრეტა, საბერძნეთი, 1943 წ.image


ბრიტანელი ჯარისკაცი სანგარში, 1914-1918 წ.image


კნუტი–თილისმა ფაიალის ციხე–სიმაგრეში, პიკარდია, საფრანგეთი, 1918 წ.image


ლეგიონერები "შეუპოვრის" ბორტზე, ალჟირი, 1940 წ.image


საჭესთანimage


ჯარისკაცი ფანჯარასთან კატასთან ერთად. გერმანია, 1954 წ.image


ინდოჩინეთი, 1956 წ.image


დამცავ ნაგებობაში 136-ე ქვეითი პოლკის ჯარისკაცი წერილს წერს მშობლებს, კატის კომპანიაში, მარნა, საფრანგეთი, 1916 წ.image


ჯარისკაცები ისვენებენ, ისვენებს კატა–თილისმაც. მარნა, საფრანგეთი, 1916 წ.image


მულენ რუჟის ბანაკში ჯარისკაცები თავიანთ კნუტებს კვებავენ, ჩრდ. საფრანგეთი, 1914 წ.image


გერმანიის თავდაცვით პოზიციებზე, 1940 წლის თებერვალიimage


მე-2 არმიის ჯარისკაცის პორტრეტი, კნუტებთან ერთად, საფრანგეთი, 1940 წ.image


ფრანგული ინდოჩინეთი, 1954 წ.image


კნუტი ზარბაზნის ლულაში, ფინეთი, 1944 წ.image


ერაყი, 2003–2011 წწ. imageimageimageimageimageimage


image


არხის სხვა სიახლეები:


* 30 საინტერესო ფოტო ჩვენი წარსულიდან

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ყველასთვის ცნობილი ადამიანების შესახებ

* საქართველო და მსოფლიო – ჩვენთან როგორი წყობაა?

* რომც მოინდომონ, მაინც ვერ ააშენებენ – 13 უძველესი არქიტექტურული ძეგლი

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით

* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება



0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0