სხვა შესაძლებელია, თუ არა "გათანაბრება"?.. და რა მოხდება, თუ არც მდიდრები იქნებიან და არც ღარიბები? 2022, 10 აგვისტო, 8:13 კადრი ფილმიდან «სიყვარული ყველას უნდა» ეკონომიკის პროფესორი სტუდენტებს სოციალიზმის შესახებ ესაუბრებოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ეკონომიკური წყობა, სახელმწიფოში დიდხანს ვერ იარსებებს. მაგრამ, სტუდენტების ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ სოციალიზმი აუცილებლად «იმუშავებდა» და ეს იდეალური სახელმწიფო იქნებოდა, სადაც არ იქნებიან ღარიბები და მდიდრები. რომ ეს, უდიდესი გათანაბრება იქნება – ყველა ისე იმუშავებდა, როგორც შეუძლო, დოვლათი შეიკრიბებოდა და ყველაზე თანაბრად გადანაწილდებოდა! პროფესორმა სტუდენტებს, ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზა, ხსენებულ თემაზე. რომლის თანახმად, ყველას ნიშანი შეიკრიბებოდა და სტუდენტების საერთო რაოდენობაზე გაიყოფოდა. ამგვარად, არ იქნებოდნენ ჩაჭრილები და «ფრიადოსნები». პირველი საკონტროლოს ნიშნების გათანაბრების შემდეგ, ყველამ «კარგი» შეფასება მიიღო. ბეჯითი სტუდენტები, ასეთი შედეგით, განაწყენებულები დარჩნენ, ხოლო სტუდენტები, რომლებიც სწავლით თავს არ იკლავდნენ – კმაყოფილები. მეორე საკონტროლოსთვის, ის ვინც ცოტას მეცადინეობდა, უფრო მოუკლო სწავლას, ხოლო ბეჯითებმა – მაინც ყველას ერთნაირად გვეწერებაო და თავს ძალა აღარ დაატანეს... შედეგად, მეორე საკონტროლოს საშუალო ნიშანი, უკვე «დამაკმაყოფილებელი» იყო. ამ შედეგს, აღარავინ გაუხარებია. ხოლო, როდესაც მესამე საკონტროლო დაწერეს, ყველამ «არადამაკმაყოფილებელი» მიიღო. რაც შეეხება აკადემიურ მოსწრებას, სწავლითაც, აღარავინ სწავლობდა, რადგან არავის უნდოდა სხვის მაგივრად დროს და ენერგიის დაკარგვა. უფრო სავალალოდ დასრულდა კიდევ ერთი სოციალური ექსპერიმენტი – «სამყარო-25», რომელიც თაგვების ერთ პოპულაციაზე ჩატარდა: საკვები და სასმელი შეუზღუდავი, მტაცებლებისა და ავადმყოფობების არ არსებობა და საკმარისად დიდი ფართობი გამრავლებისთვის. ეს ის პირობებია, რომელშიც თაგვები აღმოჩნდნენ და ყოველივე ამის მიუხედავად, მთელი კოლონა ამოწყდა. რატომ მოხდა ეს? და რა დასკვნა უნდა გააკეთოს ამ ექსპერიმენტის შედეგების გაცნობის შემდეგ საზოგადოებამ? გაგრძელება >>> * ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...* ისტორიულ ფასეულობის 10 ძველი ფოტო, რომელიც თვალსაწიერის გაფართოებაში გვეხმარება* და ისევ მარიხუანაზე...* წარმოუდგენელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ* ძველი ეგვიპტე – აკრძალული ქვეყნის საიდუმლოებები* თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?* უცხოპლანეტური ცივილიზაციები – მითი, თუ რეალობა?335 2-ს მოსწონს
|