სხვა
გასაოცარი ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერებაც რთულია
2022, 9 აგვისტო, 15:12
სტატიაში წარმოდგენილი გასაოცარი ისტორიული ფაქტები, სხვადასხვა სპექტრის სფეროს მოიცავს. აღნიშნული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ როგორც საკუთარი ცოდნის ბაზა შეავსოთ, ასევე დროც საინტერესოდ და პროდუქტიულად გაატაროთ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა 20 ყველაზე საინტერესო ისტორიული ფაქტი.
1. როგორც ირკვევა, გასული საუკუნის 20-იან წლებში პრაქტიკაში ისეთი მაჯის საათები გამოიყენებოდა, რომელთა შიგნითაც გრაგნილების ფორმატში მინიატურული გეოგრაფიული რუქები იყო ჩამონტაჟებული.
2. საინტერესოა, რომ აბრაამ ლინკოლნმა საიდუმლო სამსახურის შექმნის ბრძანდება სიკვდილამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გასცა.
3. ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ომი, ინგლისსა და ზანზიბარს შორის, მხოლოდ 38 წუთს გაგრძელდა. როგორც თავადაც ხვდებით, გამარჯვება ინგლისელებმა მოიპოვეს.
4. ძველ ეგვიპტეში კატები წმინდა ცხოველებად ითვლებოდნენ. როცა ვინმეს კატა უკვდებოდა, ოჯახის ყველა წევრი გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდა.
5. რევოლუციამდელი რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე "არამსმელ" ქვეყნად ითვლებოდა.
6.1952 წელს ალბერტ აინშტაინს შეეძლო ისრაელის პრეზიდენტი გამხდარიყო, თუმცა მეცნიერმა შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი ნებაყოფლობით განაცხადა.
7. 1720 წლის შუა ეკონომიკური კრიზისის დროს, ბრიტანეთის პარლამენტი განიხილავდა კანონპროექტს, რომელიც ბანკირების გველებიან ტომრებში მოთავსებასა და მათ მდინარეში გადაგდებას ითვალისწინებდა.
8. საინტერესოა, რომ არაბული ციფრები არაბების ნაცვლად ინდოელი მათემატიკოსების მიერ იქნა გამოგონილი.
9. 1952 წლის ლონდონის დიდი "სმოგის" დროს უსინათლოები სხვებს სახლისკენ მიმავალი გზის პოვნაში ეხმარებოდნენ, რადგან მხოლოდ მათ შეეძლოთ შეგრძნებებით გადაადგილება.
10. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჰეროინს ოდესღაც ბავშვებში ხველის შესამცირებელ საშუალებად იყენებდნენ.
11. მისი უდიდებულესობა ლეონარდო და ვინჩი ბაზარში გალიაში ჩასმულ ცხოველებს მხოლოდ იმიტომ ყიდულობდა რომ შემდეგ ისინი თავისუფლებაზე გაეშვა.
12. იცოდით, ისლანდიის პარლამენტი პლანეტაზე ყველაზე ძველ მოქმედ საკანონმდებლო ორგანოდ რომ ითვლება? მან თავისი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 930 წელს დაიწყო.
13. მეცნიერთა აზრით, ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ტუტანხამონი წინდებს სანდლებთან ერთად ატარებდა.
14. ადგილი, სადაც რომის იმპერატორი იულიუს კეისარი მოკლეს, ახლა კატების თავშესაფრად გამოიყენება.
15. რომის იმპერატორ კალიგულას იმდენად უყვარდა თავისი ცხენი ინციტატა, რომ მას ჯერ რომის მოქალაქეობა მიანიჭა, მოგვიანებით კი სენატორიც გახადა.
16. მე-19 საუკუნეში პროთეზებს გარდაცვლილი მეომრების კბილებისგან ამზადებდნენ.
17. ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 200-ზე მეტი უძველესი დასახლების ნანგრევები იქნა აღმოაჩენილი.
18. ძველ ინდოეთში უკვე მე-5 საუკუნეში საცხოვრებელ სახლებში კანალიზაცია იყო.
19. ხეოფსის პირამიდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთადერთია, რომელიც დღემდე შემორჩა.
20. ოლიმპიური თამაშები აფრიკასა და ანტარქტიდაში არასოდეს ჩატარებულა.