ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...
უფროსი ანგელოზი მკაცრად უყურებს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ახალგაზრდა ანგელოზს.
— აბა, მომახსენე! ორი სიტყვით.
— ცოცხალია. სამუშაოზე დადის. რაღაცის იმედი აქვს.
— რისი?
— ძნელი სათქმელია. ორჯერ ვაჩვენე მას ბედნიერი სიზმარი – ვერ ხედავს. ამბობს, რომ სამუშაოზე იღლება.
— სამუშაოზე რა ხდება?
— ისეთი არაფერი, როგორც ყველგან: უფროსობა, სირბილი, მოსაწევი ოთახი, ჭორები.
— უფროსი მკაცრია?
— ჩვეულებრივი, როგორიც ყველგან... მაგრამ, მას ხელმძღვანელის, რატომღაც ეშინია…
— შიში დაუფრთხე?
— რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ოფისის გზაზე. მის თავზე ფრთებს ვაქნევდი. ყურშიც კი მოვარტყი ერთი, რომ მზე შეემჩნია.
— სიმპათიური უცნობი გოგონა გზაზე? ქუსლებზე, ამაფორიაქებელი სუნამოს სურნელით?
— მმმ, მაწყენინეთ… ცხვირით-ცხვირთან შევაჯახე მეტროში.
— მერე?
— არაფერი. “მაპატიეთო” და ისევ თავის ფიქრებს დაუბრუნდა.
— სამუშაოს შემდეგ?
— მაღაზია, ტელევიზორი, ჭურჭლის რეცხვა, ინტერნეტი და ძილი.
— ტელევიზორი დაამტვრია?
— დაამტვრია. მერე, რატომღაც, ახალი იყიდა…
— ინტერნეტი გათიშა?
— 5 დღით. იმ დღეებში, სამუშაოზე გვიანობამდე რჩებოდა. მის სამუშაოზე, ეს შესაძლებელია.
— გასაგებია. დასვენების დღეებში?
— ძილი სადილამდე, სახლის დალაგება, საღამოს – მეგობრები, უაზრო საუბრები, სასმელი, სახლში მისვლა, შუა ღამის შემდეგ. დილით, – თავის ტკივილით და პლედით, ან ტელევიზორთან, ან კომპიუტერთან ყოფნა.
— გოგონა?
— ახლოს ცხოვრობს, – სამი სახლის იქით. საყიდლებზე, ერთ სუპერმარკეტში დადიან.
— სალაროსთან, ერთად მდგარან რიგში?
— რა თქმა უნდა. გარდა ამისა, დღესასწაულებზე, ავტობუსის გაჩერებაზეც კი იყვნენ ერთად.
— ბედის ხაზები შეამოწმე?
— კი, შეთავსებადია! საქმეც მაგაშია… ეს ისეთი ქალაქია… ცხოვრების ისეთი წესი აქვთ… მეტი აღარ შემიძლია! მისია შეუსრულებელია!..
— აბა, აბა! სადა გაქვს ძლიერმოქმედი საშუალებების ჩამონათვალი?
— აი, უფროსო, ინებეთ: გრიპი, მაღალი სიცხით და ბოდვებით. ამოვარდნა, მოტეხილობა, საავტომობილო ავარია, გაკოტრება, ხანძარი, არეულობა ქუჩებში, ფინანსური კრიზისი, სამოქალაქო ომი…
— გეყოფა! სიყვარულის გამო, უკიდურეს შემთხვევაში, ჩათვალე, რომ უფლება მიღებული გაქვს. მაგრამ, მხოლოდ ერთი რამე აირჩიე. წადი შეასრულე!
— არის, უფროსო!
მორალი: იხილეთ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით... და მაშინ, თქვენი მფარველი ანგელოზი უკიდურეს ზომებს აღარ მიმართავს!
არხის სხვა სიახლეები: