x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წარმოუდგენელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ
«შეშლილი თაფლი»
image


«შეშლილი თაფლი» – თაფლის ერთ–ერთი სახეობაა. არის მოწითალო ფერის და ოდნავ, მწარე, აქვს ჰალუცინოგენური ეფექტი. თაფლზე მონადირეები ნეპალში, თაფლის შესაგროვებლად, სახიფათო ვერტიკალურ ასვლებს ახორციელებენ კლდეებზე. შავ ბაზარზე, 1 კგ. ასეთი თაფლი 30 დოლარი ღირს.


ბურღული ბაყაყიimage


მეცნიერებმა პერუს ამაზონში ბურღული ბაყაყის (ლათ. Pyxicephalus adspersus) ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ბაყაყს შოკოლადის ფერის პრიალა კანი აქვს. ხოლო, პროფილი ტაპირს უგავს. ის ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც შოკოლადის ბაყაყები ჰარი პოტერიდან!


მუხლუხა-გველი
image


მუხლუხა-გველი (ლათ Hemeroplanes triptolemus) – სინამდვილეში მუხლუხაა, რომელიც გველს ჰგავს. ეს პეპლების ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ ევოლუციურმა სასწაულმა ის ნამდვილ გველს დაამსგავსა. თავისი გარეგნობით, ის ხშირად ატყუებს როგორც მოგზაურებს, ისე მტაცებლებს: საფრთხის შემთხვევაში, შეუძლია თავისი სხეულის წინა სეგმენტის დაგრძელება, რომ გველს დაემსგავსოს და უფრო მეტიც, მას პოტენციურ მტაცებელზე თავდასხმაც კი შეუძლია.

მუხლუხა-გველი ბინადრობს ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში და სამხ. ამერიკის კონტინენტის ჩრდ. ნაწილში.


image


კანგინა
image


ავღანეთში არსებობს საკვების შენახვის მარტივი, მაგრამ ეფექტური ტექნოლოგია, რომელსაც ადგილობრივები კანგინას ეძახიან. «სამაცივრე მოწყობილობა» თივიანი თიხის კონტეინერს წარმოადგენს, რომლის შიგნით ხილს, მაგალითად, ყურძნის მარცვლებს ათავსებენ და გვერდებს გარედან ულესავენ. ამ მეთოდს ავღანელები, საუკუნეების მანძილზე, იყენებდნენ და მას პროდუქტის შენახვა 6 თვის მანძილზე შეუძლია.


ვიდეო თამაშები image


კაროლინსკის ინსტიტუტის (Karolinska Institute – შვედეთის სამეფო ინსტიტუტი) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ვიდეო თამაშებს, ინტელექტის დონე საშუალოზე მაღალი აქვთ. ხოლო, ტელევიზორის ყურება ან სოციალურ ქსელებში დროის გატარება, გონების განვითარების მიმართულებით, არც დადებითი და არც უარყოფითი ეფექტს არ იძლევა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ძველი ეგვიპტე – აკრძალული ქვეყნის საიდუმლოებები

* უცხოპლანეტური ცივილიზაციები – მითი, თუ რეალობა?

* დაუჯერებელია, რომ ეს სტალინმა თქვა...

* იშვიათი და რეალური კადრები

* სიურრეალიზმი თანამედროვე ფოტო–ხელოვნებაში (30 ყველაზე ეპატაჟური ფოტო)

* როგორ გამოვიყენოთ რიყის ქვა – 55 საოცარი იდეა

* ქარიზმატული ლიდერი – რით იზიდავდა სტალინი ადამიანებს?

* სამოსის და ფეხსაცმლის შერჩევა – 6 ძირითადი წესი დაბალი გოგონებისთვის



0
760
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0