საზოგადოებრივი ძველი ეგვიპტის საგანძური – საოცარი არტეფაქტები 2023, 21 მაისი, 9:57 ეგვიპტე... დღემდე, ეს ქვეყანა მილიონობით ადამიანს იზიდავს. არიან ტურისტები, ქვეყანაში მხოლოდ დასასვენებლად რომ ჩადის. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც მარადისობასთან შეხება და უძველესი სამყაროს საიდუმლოებების გაგება უნდათ. საიდუმლოებების რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ რამდენიმე არტეფაქტს განვიხილავთ, უფრო მეტს გავიგებთ, იმ ეპოქაში ადამიანების ცხოვრების და შემოქმედების შესახებ. მემნონის კოლოსი, 1971 წ. ორი მასიური ქვის ქანდაკება, რომელიც რეალურად ფარაონ ამენჰოტეპ III-ს ასახავს და არა მემნონის, ბოლო 3400 წლის განმავლობაში ქალაქ თებეს ნეკროპოლისში დგას, მდინარე ნილოსის სანაპიროზე, თანამედროვე ქალაქ ლუქსორთან. ქვის პლატფორმების გათვალისწინებით, რომლებზეც ქანდაკებები დგას, სიმაღლეში, 18 მეტრს აღწევს. თითოეული ქანდაკების წონა კი, 700 ტონაა. მემნონის კოლოსის თავდაპირველი დანიშნულება, ფარაონის სამგლოვიარო ტაძრის შესასვლელის დაცვა იყო. თუმცა, ახლა, ამ ტაძრიდან, თითქმის აღარაფერი დარჩა. ნახევარი საუკუნის წინ, იქ ტბა იყო. ახლა კი უდაბნოა...რიტუალური სამკაული ეს კი ოქროს სამაჯურებია, შუშით და სარდიონით (სერდოლიკი). აღნიშნული სამკაული ძვ. წ. აღრ. 1479-1425 წწ. დათარიღებული. სამაჯურებზე ფარაონის სახელია ამოტვიფრული და მას ეგვიპტელი ქალები, მხარზე ან მაჯაზე ატარებდნენ. უჩვეულო დოქი დედის რძისთვის განსაკუთრებით იშვიათი და ლამაზი თიხის ჭურჭელი, რომელსაც ბავშვიანი ქალის ქანდაკების სახე აქვს, ძვ. წ. აღრ. XV ს–ით არის დათარიღებული. ამ ჭურჭელში ახლად ნამშობიარები ქალის რძეს აგროვებდნენ. ამასთან ქალი, აუცილებლად, ვაჟის დედა უნდა ყოფილიყო. ითვლებოდა, რომ მშობიარობის მომენტში, მასზე ისიდას (ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება) წყალობა გადმოდიოდა და მისი რძე სამკურნალო თვისებებს იძენდა. ამ რძეს სხვადასხვა სახის წამლის და თილისმის დასამზადებლად იყენებდნენ. პირამიდიონი (ბენბენეტი) ასე გამოიყურებოდა პირამიდების წვერი ძველ ეგვიპტეში. ხოლო, პირამიდების ზედაპირი მთლიანად გლუვი და მარმარილოთი იყო მოპირკეთებული, რომელიც მზეზე ბზინავდა. ხოლო, მისი ანარეკლის დანახვა, მრავალი კილომეტრის მანძილზე შეიძლებოდა. სიტყვა «პირამიდა» ბერძნულად «pyramidos»–ია – «pyra» – ცეცხლს, სინათლეს, ხოლო – «midos» – საზომს ნიშნავს. ანუ პირამიდა – ძალიან ბევრი ცეცხლი და სინათლეა. ეს ნაგებობები, ათასობით წლის მანძილზე, მზეზე ბზინავდა და ასე 1301 წლამდე გრძელდებოდა. ამ წელს, ეგვიპტეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და პირამიდის ზედაპირ დაიბზარა... და მარმარილო, კაიროს დანგრეული სასახლეების აღდგენისთვის გამოიყენეს. პირამიდის წვერი, რომელიც ფოტოზეა, სასწაულებრივად გადარჩა და ამჟამად, მუზეუმში ინახება. იდუმალი სარკეები ანარეკლების გარეშე ძველ ეგვიპტეში, ძალიან უცნაურ რიტუალურ სარკეებს ამზადებდნენ. ასეთი სარკე ჩვენთვის უცნობია. მაგრამ, მსგავს სარკეებს სხვა კულტურებშიც არის ცნობილი. მეცნიერებს, ლითონის სარკეებთან დაკავშირებით, ვერსიები არ გააჩნიათ! მინის წარმოება მინის წარმოება, 6 ათასი წლის წინ, ეგვიპტეში დაიწყო. ხოლო, ამის მტკიცებულებას, თანამედროვე ეგვიპტის ტერიტორიაზე, უნიკალური არტეფაქტები წარმოადგენს. არხის სხვა სიახლეები:* მაღაროელების აღმოჩენამ სამეცნიერო სამყარო საგონებელში ჩააგდო* შავი ზღვა ხელოვნურად არის შექმნილი?* ერთის გარდა, ყველა პლანეტას ღმერთის სახელი ჰქვია417 3-ს მოსწონს
|